• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ლილუაშვილი, შესაძლოა, ერთგვარი ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა… შესაძლოა, რომ რიგ ოპოზიციონერებთან და ოპოზიციურ აქტორებთან ჰქონდა რაღაც კონტაქტი“ – თინა ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
23:27 01-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი “ერთგვარი ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა.”

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის გადაჭრით ვერაფერს იტყვის, თუმცა, ბევრი კითხვა არსებობს.

შესაძლოა, რომ რიგ ოპოზიციონერებთან და ოპოზიციურ აქტორებთან ჰქონდა რაღაც კონტაქტი, – თქვა მან.

გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, იცით, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს თქვენ თუ კონკრეტულად 4 ოქტომბერზე და… არ გამოვრიცხავ და ეს საჯაროდაც მითქვამს, რომ ლილუაშვილი, შესაძლოა, ერთგვარი ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა და ბიძინა ივანიშვილმა ის საბოლოოდ მაინც, რა თქმა უნდა, დასაჯა. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო. […] შესაძლოა, რომ რიგ ოპოზიციონერებთან და ოპოზიციურ აქტორებთან ჰქონდა რაღაც კონტაქტი,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არ ამას ლევან ხაბეიშვილთან რაიმე სახის კონტაქტი, ოპოზიციონერმა შემდეგნარიდ უპასუხა:

,,მე არ მინდა, ადამიანი, რომელიც, მით უმეტეს, საპყრობილეშია, თუ თვითონ არ აკეთებს განმარტებებს საკითხზე იმიტომ, რომ ასეთი შესაძლებლობები მას ისევე, როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც 4 ოქტომბრის გამო დღეს საპყრობილეში არიან და კაცმა არ იცის რამდენი ხნით, ჩვენ თუ პროცესები სწორად არ წავიყვანეთ და არ ჩამოვშალეთ რეჟიმი, რა თქმა უნდა, ჩემს თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ გავაკეთო განცხადებები, რაზეც, მათ შორის, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რომც მქონდეს, მაშინაც არ ვიტყოდი, პირდაპირ გეუბნებით, მისგან რომ არ მომდინარეობდეს ამის სურვილი. მაგრამ, მითუმეტეს არ ვიტყვი, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

თუმცა, ჩემი აზრით, ამის დაშვების საფუძველი ნამდვილად უნდა გვქონდეს და ეს დაშვება მე წარსულშიც გამიკეთებია და არ გამოვრიცხავ, რომ დიახ, თავის გადარჩენის მიზნით ღარიბაშვილები, ლილუაშვილები და სხვები, შესაძლოა კალაძეც.”

თეგები: თინა ბოკუჩავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved