• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა

ალია ავტორი - ალია
17:02 05-19-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267

ლიბერთიმ ,,Signify Pad”-ის  მეშვეობით, ფილიალებში  ინოვაციური მომსახურება დანერგა და   ხელმოწერების გაციფრულების პროცესი ლიბერთის ფილიალებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.  პირველად საქართველოში, ციფრული პლატფორმა  Signify- სთან ურთიერთთანამშრომლობით, ელექტრონული ხელმოწერებისთვის, სპეციალურად ლიბერთისთვის შეიქმნა ,,Signify Pad”.

,,მოხარული ვართ, რომ ლიბერთისთან ერთად, საქართველოს საბანკო სექტორში, პირველად ვახორციელებთ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ბანკის ფილიალებში, სპეციალურად შექმნილი “Signify Pad’-ის მეშვეობით ხელმოწერების გაციფრულებას ითვალისწინებს.

“Signify’-ს მიზანია, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, კომფორტული და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ლიბერთი ყველაზე დიდი ფილიალების ქსელით გამოირჩევა და აღნიშნული  ერთობლივი პროექტი, უახლოეს მომავალში აუცილებლად მასშტაბური გახდება და რაც მთავარია, უფრო მეტ მომხმარებელს გაუმარტივდება ბანკთან ურთიერთობის პროცესი “ – ზვიად წოწკოლაური, Signify-ს აღმასრულებელი დირექტორი

,,ლიბერთის გაციფრულების  სტრატეგიის ფარგლებში, მუდმივად ვნერგავთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს. რამდენიმე თვეა, რაც ბანკის ფილიალებში, Signify-სთან ერთად, ხელმოწერების გაციფრულების პროცესი დავიწყეთ. აღნიშნული ინოვატორული ფორმატი გამოირჩევა სისწრაფით და საშუალებას იძლევა, ყველა დამოწმებული ტრანზაქცია, დიდი ვადით და რაც მთავარია უსაფრთხოდ დაარქივდეს და იყოს მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი. მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა ჩვენი სტრატეგიის ამოსავალი წერტილია. ” – ვატო ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე.  

Signify დოკუმენტების ციფრული პლატფორმაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა. იგი, განურჩევლად ინდუსტრიისა და ზომისა, კომპანიებს სთავაზობს დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებასა და გაციფრულებას. დღეს Signify-ს მეშვეობით საქართველოში 500 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ხელი ელექტრონულად მოწერილი.

Signify-ის მიერ დანერგილი ციფრული ხელმოწერის მეთოდოლოგია კი, რომელიც ახლა უკვე ფიზიკური მოწყობილობის, პადების, სახითაც არის ხელმისაწვდომი და ფრონტ ოფისებში მომსახურების დოკუმენტებს აციფრულებს.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved