• რეკლამა
  • კონტაქტი
08:39, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიბერთიმ, საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ მასშტაბური სოციალური პროექტები წარადგინა

ალია ავტორი - ალია
14:37 11-13-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა  კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs”(,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“) რომელსაცმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.  

კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს –  UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO  წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას. ლიბერთიმ,  კონფერენციაზე მასშტაბური სოციალური პროექტები წარადგინა.

„აღნიშნულ კონფერენციაზე, ლიბერთის სოციალური პროექტებისა და მათი  მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მოგვეცა. კონფერენციის  მონაწილეებს ასევე ვესაუბრეთ პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ერთობლივი წარმატების შედეგებზე. ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და არის სოციალურ სეგმენტზე ზრუნვა.  რასაც ჩვენს პროექტში ჩართული პარტნიორი კომპანიებიც სრულად იზიარებენ. მოხარული ვართ, რომ  ჩვენს პრიორიტეტებს ერთობლივ პროექტებში ჩართული პარტნიორი კომპანიებიც იზიარებენ და სწორი ხედვით ვაგრძელებთ მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებას.“ – მარიკა ნუცუბიძე, ლიბერთის სოციალური პროექტების ჯგუფის უფროსი.  

 ლიბერთის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტიაუფროსი თაობის ადამიანებზე და ზოგადად სოციალურ სეგმენტზე ზრუნვა. ამ მიმართულებითლიბერთი 2018 წლიდან აქტიურად ახორციელებსსხვადასხვა  სოციალურ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოში მცხოვრები სოც. სარგოს მიმღები პირების მხარდაჭერა და მათ სოციალურ ბარათებზე განსაკუთრებული შეღავათებისა დაფასდაკლებების შეთავაზება.

ბანკი ამ კუთხით თანამშრომლობს როგორცჯანდაცვის, ისე სურსათის სექტორში ოპერირებად მსხვილ,  ქსელურ კომპანიებთან დაშემუშავებულია ფასდაკლებების სქემა ლიბერთისკლიენტებისთვის. ყველა ის პირი, ვინც ფლობს ლიბერთის სოციალურ ბარათს, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში,  ლიბერთის პარტნიორ კომპანიებში პროდუქციის შეძენის ან მომსახურების მიღების შემთხვევაში ,მნიშვნელოვანი ფასდაკლებით  სარგებლობს.უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის დანაზოგის პარალელურად, ძალიან მოსახერხებელია პროცესის სიმარტივე, რაც განპირობებულია ბანკისა და პარტნიორი კომპანიების თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლივი ინტეგრაციით. 

ლიბერთის პარტნიორი კომპანიები წარმოდგენილები არიან თითქმის ყველა რეგიონში და აქვთ კლინიკების, აფთიაქების თუ მაღაზიების ფართო ქსელი. ბანკის პოსტერმინალები სრულად არის ინტეგრირებული მათ სარეგისტრაციო და სალარო პროგრამებთან, რაც მომსახურების პროცესის სიმარტივეს განაპირობებს.  ლიბერთი ბანკის 1.3 მლ მდე სოციალურ პირს, რომელიც გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა აქვს რეგიონის სხვადასხვა წერტილში შეუზღუდავად მიიღოს სამედიცონო მომსახურეობა და შეიძინოს პროდუქცია შეღავათიან ფასებში ან დიდი ფასდაკლებით.

პროექტის დაწყებიდან აღნიშნული სეგმენტისთვის, ბანკის პარტნიორ კომპანიებში ჯამში 15 მლ. ლარის ფასდათმობა განხორციელდა.  მომავალში   პარტნიორობაკიდევ უფრო გაღრმავდება და ლიბერთი სოციალური სარგოს მიმღებ პირებს უფრო მეტ ბენეფიტებს შესთავაზებს.

 

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved