• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ალია ავტორი - ალია
14:34 12-23-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,848

დღეს, ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით, ყოველდღიურად, ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად -კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე. ამას გარდა, ყველა სხვა დასახელების ყველა მედიკამენტზე, როგორც სარეცეპტო ასევე არასარეცეპტო წამლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ფარმადეპოს ქსელში ყოველდღიური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. „ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ყალიბდება როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი. სტრატეგიის ‘ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის’ ფარგლებში ჩვენ განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ ფარმადეპოსთან წარმატებულად ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე წელია და დღეს, ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა არსებული პირობები და დღეიდან ისინი საუკეთესო ფასად შეიძენენ მათთვის საჭირო მედიკამენტებს. ლიბერთი მომავალ წელსაც განაგრძობს სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას’ – განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ. ‘გულწრფელად გვიხარია, რომ სოციალური პროექტი, რომელსაც უკვე მესამე წელია ვანხორციელებთ ლიბერთი ბანკთან ერთად, კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება. უკვე დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს ფარმადეპოში წარმოდგენილ ყველა მედიკამენტზე – როგორც ქრონიკულად მისაღებ, ასევე, სიმპტომურად სამკურნალო წამლებზე.’ – განაცხადა ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა, ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved