• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთი განათლებისთვის

ალია ავტორი - ალია
13:01 11-06-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

ლიბერთის თანადგომით, ცაგერის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციაში ,,ვეფხისტყაოსნის“ 30  უნიკალური, ნაბეჭდი გამოცემა გამოიფინა.

ლიბერთი აგრძელებს რეგიონებში ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარებას ხელშეწყობას.  28 -29 ოქტომბერს,  ლეჩხუმში, „ცაგერის ისტორიულ მუზეუმში“ ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები გამოიფინა, რაც ამავე მუზეუმისა და ლიბერთის ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროექტი სახელწოდებით „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის ამაღლებას და შეხვედრას იმ ადამიანებთან, რომლებიც იშვიათ ცოდნას ფლობენ რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. ამჯერად შეხვედრა ლევან თაქთაქიშვილთან გაიმართა, რადგან  მუზეუმში წარმოდგენილი „ვეფხისტყაოსნის“ თითოეული ეგზემპლარი, სწორედ  ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის პირადი კოლექციიდან იყო წარმოდგენილი.

,, მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ლიბერთის და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ჩართულბით  ცაგერის და მიმდებარე სოფლების სკოლების უფროსკლასელები  გაეცნენ ჩემი პირადი  კოლექციიდან  წარმოდგენილ განსაკუთრებით იშვიათ გამოცემებს.  მათ შორის  1943 წელს ბერლინში  გამოცემულ  ვეფხისტყაოსანს, რომელიც მინიატურული გამოცემაა და დამზადდა ქართველი ტყვეებისათვის რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადავიდნენ გერმანელების მხარეს. ამ გამოცემას აქვს საინტერესო  წინასიტყვაობა, სადაც გერმანელები,  ბოლშევიზმთან გამარჯვების შემდეგ, ქართველებს ევროპაში შესვლას პირდებოდნენ. ამჯერად, „ცაგერის ისტორიულ მუზეუმში“ მოსული დაინტერესებულ საზოგადოებას 30 უნიკალური წიგნის ნახვის შესაძლებლობა  მიეცა.

 – ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი.

 

„ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება და რეგიონებში საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა გახლავთ.  რამდენიმე თვის წინ „ცაგერის ისტორიულ მუზეუმთან“ ერთად დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი  „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“. ვფიქრობთ, ეს საოცარი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ცნობილი მეცნიერებისა და შემოქმედები ადამიანების დახმარებით გაეცნონ უნიკალურ ნაწარმოებს.  

პროექტი  მომავალშიც გაგრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ სამი სპიკერი ჩაატარებს თემატურ ლექციას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ახლებურად გააცნობს რუსთაველის შემოქმედებას.  მომავალ წელს მსგავსი სახის პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვისაც ვგეგმავთ და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს დავაანონსებთ“  –თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.  

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved