• რეკლამა
  • კონტაქტი
06:35, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი ციფრული სერვისები ბიზნესს

ალია ავტორი - ალია
15:58 10-01-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

ლიბერთი  აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ინოვაციური  საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას,  რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ბანკინგის მაქსიმალური გამარტივება და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტის შექმნა.

ამჯერად ბანკმა, Cash in ბანკომატებისთვის ახალი ინოვაციური ფუნქციონალი დანერგა.  კერძოდ,  დღეიდან შესაძლებელია ფიზიკური პირის მიერ, მესამე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის სერვისით სარგებლობა.  აქამდე არსებული სერვისი მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანას ითვალისწინებდა.

დღეიდან,  ასევე ხელმისაწვდომი ხდება ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირის ანგარიშზე (დოლარი, ევრო) თანხის შეტანის სერვისი. ფიზიკურ პირს აქამდე იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა შეეძლო მხოლოდ ლარში.

„ლიბერთის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სერვისების უწყვეტი გაციფრულებაა, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფრო სწრაფი, მოქნილი და კომფორტული საბანკო გამოცდილება შევთავაზოთ. თუ წლების წინ იურიდიულ პირებს ვაძლევდით შესაძლებლობას ბიზნეს ბარათის გარეშე განეხორციელებინათ თანხის შეტანა NCR ბანკომატებით, დღეს უკვე გაცილებით უფრო ფართო სპექტრის ინოვაციური სერვისები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ეს ცვლილება არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია, არამედ პასუხია ჩვენს მომხმარებელთა ყოველდღიურ საჭიროებებზე – დავით მესხიძე, ლიბერთის გადახდების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

ბანკმა რამდენიმე წლის წინ დანერგა ინოვაციური სერვისი  იურიდიული პირებისთვის – NCR (cash-in) ბანკომატების მეშვეობით ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა, ბიზნეს ბარათის გამოყენების გარეშე. აღნიშნული ინიციატივა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბიზნესისთვის ოპერაციების გამარტივების მიმართულებით.

ლიბერთი ბანკი მომავალშიც განაგრძობს თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური, საიმედო და მაქსიმალურად ეფექტური ფინანსური მომსახურება.

ლიბერთის Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე და შეტანის შემდეგ ლიბერთის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან ფინანსების მართვა სურვილისამებრარის შესაძლებელი. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატები ლიბერთიმ საქართველოში 2020 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დანერგა. მათი გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით, ასევე ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) 30 000 ლარიანი ლიმიტით ბანკში ვიზიტის გარეშე. ასევე, 24/7 ნებისმიერ დროს განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია სპეც.კურსით. ბანკომატიდან თანხის განაღდება კი შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე Apple Pay / Google Pay-ის გამოყენებით.

ამჟამად, მომხმარებლისთვის ლიბერთის 40-მდე Cash-in | Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი. იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა: https://shorturl.at/oObDg

 

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved