• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიბერთი ბანკის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბური პროექტი

ალია ავტორი - ალია
14:44 06-11-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

დღეიდან ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, სამედიცინო და სტომატოლოგიურ პროცედურებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ. მომსახურების მიღება შესაძლებელია, მთელი საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, ევექსის 32 კლინიკაში და ქსელში არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტებში.
15 ივნისიდან, პროექტის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათების მფლობელები განახლებული პირობებით ისარგებლებენ.

კერძოდ, ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციის გარდა, მომხმარებელს 70%-იანი ფასდაკლებით გაუწევენ კონსულტაციას სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, ულიმიტოდ და შეუზღუდავად ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები 10-50%-მდე ფასდაკლებით, ექოსკოპიური კვლევები 30%-იანი ფასდაკლებით ჩატარდება, ხოლო კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებაა დაწესებული.


„ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. შედეგად, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ. დღეს, განსაკუთრებით აქტუალურია ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვიმედოვნებთ, რომ ევექსი კლინიკებთან თანამშრომლობით, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო  ხელმისაწვდომი გახდება სამედიცინო სერვისები’ – განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.


“პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა სამედიცინო სფეროს აქტუალობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა სამედიცინო სერვისები, დავნერგეთ დისტანციური კონსულტაციები და განვახორციელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების თანამშრომლობა არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ სამედიცინო მომსახურება გახდეს მეტად ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის კულტურის დანერგვაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“ – განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, გიორგი გორდაძემ. 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

“ევექსი კლინიკები” საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.
„ევექსი კლინიკები” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია. ქსელურობა კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.evexclinics.ge

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved