• რეკლამა
  • კონტაქტი
13:14, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

ალია ავტორი - ალია
15:07 12-02-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ლიბერთი ბანკი სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს – 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს.

ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. ახალი აქციის პირობებიც სწორედ იმ მიზნით შემუშავდა, რომ რთულ და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი მომხმარებელს და შეუმსუბუქოს პანდემიით გამოწვეული სიძნელეები. ახალი აქცია ფიზიკური პირებისთვის სამომხმარებლო სესხზე 4 თვემდე საშეღავათო პერიოდს ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე ახალი ან რეფინანსირებული სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებელი 4 თვემდე ვადით სრულიად თავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან და დაფარვას 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

სესხის მისაღებად, აქციის ფარგლებში არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა და გათვალისწინებული იქნება ნებისმიერი ტიპის დადასტურებული შემოსავალი, მათ შორის, ფულადი გზავნილიც. სესხის პირობების გასაგებად ბანკში ვიზიტი არ არის საჭირო – პანდემიის გათვალისწინებით, ლიბერთი ბანკის ექსპერტები მიიღებენ განაცხადებს ონლაინ და დისტანციურად მოემსახურებიან მომხმარებელს.

„წინასაახალწლო პერიოდში პირადი მიზნებისთვის თანხები ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი დღევანდელ ვითარებაში. გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ საშუალება მარტივად აიღონ თანხა პირადი მიზნებისთვის და გადახდისგან დაისვენონ მომავალი 4 თვის განმავლობაში. ლიბერთისთვის უპრეცედენტო პირობები როგორც ახალ, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სამომხმარებლო სესხებზე ვრცელდება.“- გიორგი მაკარიძე.

საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი 31 დეკემბრამდე მიმდინარე აქცია ასევე ითვალისწინებს მცირე ბიზნესის მხარდაჭერასაც. პირობები გავრცელდება როგორც ახალ, ასევე რეფინანსირებულ სესხებზე.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით ბიზნეს სექტორს და ერთად ვმუშაობთ კრიზისის პირობებში მათთვის საუკეთესო გამოსავალის მოძებნაზე. ამ გამორჩეულად რთული წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ვფიქრობთ, საშეღავათო პერიოდი არის სწორედ ის, რაც ნებისმიერ ბიზნესს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. საკრედიტო პროდუქტის პირობები კი აქციის ფარგლებში ბაზარზე საუკეთესოა“ – ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ლიბერთის ყველა შეთავაზების ნახვა და განაცხადის შევსება როგორც სამომხმარებლო და ბიზნეს, ისე სხვა ტიპის სესხებზე, შესაძლებელია დისტანციურად და სახლიდან გაუსვლელად: libertybank.ge

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved