• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
17:32 11-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს.

მენაბდე წერს, რომ მოხუცები და ბავშვები მარტო არ უნდა დარჩნენ და აუცილებელია საზოგადოება მათ გვერდში დაუდგეს.

„განადგურებული ადამიანების ნუგეშისცემას, ფინანსურად ხელის გამართვას, ტერორიზმის რომანტიზებად მოიხსენიებენ. მოხუცი ქალისა და ბავშვისთვის, რომლებიც მარტო აღმოჩნდნენ მყვლეფი და უგულვებელმყოფი სისტემის წინაშე, დახმარების უფლება არავის აქვს. ისინი მარტო უნდა დარჩნენ, საკუთარი სიღარიბისა და ტრაგედიის ამარა. ეს მათ საბოლოოდ გაწირვას ნიშნავს, არსებული სტრუქტურისთვის მიგდებას, რომელიც საბოლოოდ მოინელებს მას. ეს არის მათი ლოგიკა: ღარიბები და დაჩაგრულები უნდა ბედის ანაბარა უნდა მივატოვოთ, მათი სისუსტე მათივე ბრალია. ეს პირველყოფილი ინსტინქტი დასაჯო ყველა ვინც ნათესაურ კავშირშია იმასთან ვინც დადგენილი წესრიგი აამღვრია, მარტივი გასაშიფრია. მისი მთელი ოჯახი მოკვეთო, ხოლო სხვებს აუკრძალო მათი დახმარება – ეს მიდგომა ყველას გვაფიქრებინებს, რომ მის ავტორებს მის იდეოლოგიას საფუძვლად უდევს ფიქრი მხოლოდ პირად თავისუფლებაზე, პირად კეთილდღეობაზე, პირად სიამოვნებაზე. აი, ასეთ დეჰუმანიზაციამდე მივედით, ეგოიზმის გაღმერთებით.

ბევრ ადამიანს სურს დაეხმაროს მოხუცს და პატარას, ან შესაძლოა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევს თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას, მაგრამ ანგარიშის ნომრის გაზიარების, ინფორმაციის გავრცელებით სურს წვლილის შეტანა, თუმცა ისინი არსებული მორალური წნეხის გამო თავს იკავებენ. ასეთ დროს თითოეული ადამიანი უნდა ვიქცეთ ერთმანეთის წამახალისებლად და დავანახოთ ერთმანეთს რომ მარტო არ არიან თანამოქალაქის მხარდაჭერაში.

თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით? ამიტომ, გთხოვთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ გადაურიცხეთ თანხა ამ ადამიანებს, ვისაც არა – ინფორმაცია გაავრცელეთ.

თუ მოხუცების და ბავშვების დახმარებისთვის ტერორიზმის მხარდამჭერად მოგვიხსენ – დაე ასე იყოს.

————————–

ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ და შემოსვლა ვისაც გინდათ, ასე შეგიძლიათ (საქართველოს ბანკი და ფეიფალი დაემატა):

TBC

ა/ნ: GE29TB7952245061100087

მიმღები: ვერულაშვილი თათია

BOG

ა/ნ GE73BG0000000365990487

მიმღები: ჟორჟოლიანი დავით

Paypal : dato.jorjoliani@gmail.com

უცხოეთიდან ვინც რიცხავთ:

Beneficiary: ZHORZHOLIANI DAVIT

Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22

GBP: Citibank N.A., London, UK; SWIFT: CITIGB2L

USD: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33

EUR: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF”, – წერს მენაბდე.

შეგახსენებთ, 20 ნოემბერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის” ფილიალში ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ლევან ზურაბაშვილი დაკავებულია და მას ბრალს დღეს, 22 ნოემბერს წარუდგენენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved