ორშაბათს რომ მოხვალთ, გეტყვით – ნახვამდის, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, როდესაც ჰკითხეს, ორშაბათს განცხადებას ხომ გააკეთებდა.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 18 კოვიდინფიცირებული, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში სამედიცინო დაწესებულებას გამოჯანმრთელებულები დატოვებენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეანიმაციაში რჩება ერთი პაციენტი, თუმცა ის კოვიდინფიცირებული არ არის.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია – 3614, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები