ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. საუბარია 27 წლის ექთანზე, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა.
მისი თქმით, ეს მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკით. „გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ ამ ეტაპზე დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამეტრებში აღარ გვაქვს. ნებისმიერ დროს შესაძლებელია კვლავ გულის გაჩერებით დასრულდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
კომენტარები