• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილი – ცინიკოს, მშიშარა და შეუმდგარ დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ასე ადამიანებს არ უსწორდებიან და თუ უსწორდებიან, მათი პოლიტიკური დღეები დათვლილია

ალია ავტორი - ალია
12:43 05-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ცინიკოს, მშიშარა და შეუმდგარ დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ასე ადამიანებს არ უსწორდებიან და თუ უსწორდებიან, მათი პოლიტიკური დღეები დათვლილია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც სპეციალური ეტლით მიიყვანეს.

ხაბეიშვილმა ხელისუფლებას მიმართა და უთხრა, რომ შესაძლოა დაზიანებული თვალიდან ვერ დაინახოს კარგად, მაგრამ მთავარია, ქვეყანამ გამოიხედოს და გამოფხიზლდეს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არა მარტო ახალგაზრდამ გაიღვიძა. სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი მორალური, პოლიტიკური შინაარსი ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა. გავიღიმებთ იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. ეს ახალგაზრდები გაიმარჯვებენ, გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი. აუცილებლად გაიმარჯვებთ თქვენ. ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი აქედან გამოვიხედავ თუ არა, რამდენი პროცენტით გამოვიხედავ ან როგორ იქნება, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან. ჩემს თვალზე კი არ არის, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გალახეს, სხვათა შორის, ჩემი დაკავების დროს პირდაპირ ეთერში ვერთვებოდი, როდესაც ახალგაზრდა ბავშვი მოიპარეს ფაქტობრივად. არ ვიცი იმ ბავშვის ბედი და იმედია, კარგად არის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ეს არის „რუსული კანონი“, რუსული ხელწერა,. მოვუწოდებ საზოგადოებას, ვიღაცაც შეიძლება გაუხარდეს, რომ ოპოზიციონერი სცემეს, დასაჯეს სამაგალითოდ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, ეს უსამართლობა მოვა თქვენთანაც. ამიტომ, პულტები გადადეთ, ტელევიზორები გამორთეთ, მოდით აქციაზე და დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავალი. მე, როგორც რიგითი მოქალაქე ისე ვიყავი ამ აქციაზე და ისევ ვიქნები სავარაუდოდ, დღესაც. ყოველ შემთხვევაში, დღეს არ ვიცი, მაგრამ მორალურად, ადამიანურად ვუერთდები ამ პროტესტს. ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრს გავიღიმებთ, ყველაფერი გაივლის, საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს ხელისუფლება დამარცხდება. ცინიკოს, მშიშარა და შეუმდგარ დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ასე ადამიანებს არ უსწორდებიან და თუ უსწორდებიან, მათი პოლიტიკური დღეები დათვლილია. ჩემს კოლეგებს ყველას მოვუწოდებ, მნიშვნელოვანია „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ყველა ფორმით ვიბრძოლოთ, სანამ ეს შესაძლებელი იქნება. გამოვიყენოთ ტრიბუნა, კითხვები და საღამოს ყველა ერთად შევიკრიბოთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved