ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
„დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, შესაბამისად ეს საქმე გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“,- განაცხადა დარახველიძემ.














კომენტარები