ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას შემდეგ სკანდალში ამჯერად მათი ბიძაშვილი, დავით იზორია ეხვევა.
„ტვ პირველი“ რესპუბლიკური პარტიის მიერ მიწოდებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ლევან იზორიას ბიძაშვილი, დავით იზორია გარშემო მყოფ პირებს. კადრები 2014 წლით თარიღდება და ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ შტაბშია გადაღებული.
ფაქტზე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გამოძიება მაშინვე დაიწყო და დავით იზორია დააკავეს. თუმცა, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ დაზვერვის შეფი ლევან იზორია გერმანიის ელჩად ინიშნება.
კომენტარები