• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძის ხსოვნას: ვერ გატეხილი – ლევან ვასაძის ემოციური წერილი

ალია ავტორი - ალია
20:04 08-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,345

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ლევან გაჩეჩილაძის ხსოვნას ემოციურ პოსტს ეძღვნის:

ლევან ვასაძე – ლევან გაჩეჩილაძის ხსოვნას: ვერ გატეხილი

,,გასულ შაბათს მივაბარეთ მიწას ლევან გაჩეჩილაძე. ჩვენ ერთად არ გავზრდილვართ, ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო: ის – ვაკელი, მე – მთაწმინდელი; ის – კალათბურთელი, მე – რეგბისტი და ასე შემდეგ. თუმცა უამრავი საერთო მეგობარი გვყავდა.

ლევანს ყველა პატივს სცემდა ბავშვობიდან – ქუჩაშიც, საქმეშიც. მერე, ჯერ კიდევ უცხოეთში მუშაობისას, მესმოდა და არ მიკვირდა მისი წარმატებები. სამშობლოსაგან წლების მანძილზე შორს მყოფს, არც მისი პოლიტიკაში შესვლა გამკვირვებია, არც მის რაინდულ მოტივებში შემპარვია ეჭვი.

ლევანმა დაითმინა ქვეყნის სამსახურში ყველაფერი საუკეთესო, რაც კაცმა შეიძლება ინატროს სულისათვის: ერის მხარდაჭერით გამარჯვება, უსამართლობა, ცილისწამება, პოლიტიკისგან იძულებითი განშორება და მართლად დარჩენა. შეალია მას ყველა რესურსი, რაც ჰქონდა და შეაკლა თავი.

ის, ეტყობა, უნდა გარდაცვლილიყო, რათა დაფასებულიყო: ასეთია, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი ქცევა.

ერთხელ, მის სისხლზე და ძვლებზე ხელისუფლებაში მოსულ და წარსულში ლევანის მოწინაღმდეგეების დამფინანსებელ ადამიანს საჯაროდ ჰკითხეს – ლევანზე რას ფიქრობთო. მან თქვა: პიროვნულად ცოტა მძიმეაო. არაერთხელ გამხსენებია სინანულით მისი ეს ნათქვამი და მიფიქრია: რატომ უნდა უმძიმებდეს ქვეყნის მმართველის ისედაც მძიმე და უმადურ ჯვარს ვინმეს, ლევანისნაირი კაცი? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ მსუბუქი ქცევის არ არის?! რომელი უწყების ან ქალაქის (თავისი მშობლიურის ჩათვლით) თავკაცობას შეძლებდა ვინმეზე ნაკლებად ლევანი ეს წლები – ვისზე ნაკლები საზრისით, გემოვნებით, უანგარობით თუ არაკორუმპირებულობით. იქნება დღესაც ცოცხალი ყოფილიყო. 61 წელი ხომ კაცის მწიფობის საუკეთესო ხანაა. მაგრამ არა – ბოლო 13 წლის მანძილზე მას არ მოენახა ადგილი გამარჯვებულ მედროვეთა ხელისუფლებაში, მიუხედავად იქაც მყოფი კარგი ადამიანების უხერხული დუმილისა.

ჩვენი ბოლო საუბარი, მგონი, ჩემს ავადობამდე შედგა, რამდენიმე წლის წინ. ლევანი უკვე ავად იყო. მე ჩვენი საერთო მეგობრისგან დეტალურად ვიცოდი მისი მდგომარეობა, რა გადაიტანა, როდესაც სამების ტაძარში მათ საკურთხეველში და ტაძრის ქვეშ ჩასაფრებული შეიარაღებული სპეცრაზმი ანახეს და უთხრეს, რომ ხალხს დახვრეტდნენ, თუ არ მოუწოდებდა დაშლისაკენ. ის მეგობარი მიყვებოდა, როგორ იწმენდდნენ მერე ის, ლევანი და ლევანის ძმა სახიდან ფურთხს, ამ მოწოდების შემდეგ, სამების ეზოში, გულგაცრუებული და ვერაფერს მიმხვდომი ხალხისგან. არც ეს აკმარეს და ჭორები დაუყარეს, რომ ფული აიღო – იმავე, ყველა მთავრობისა და ყველა დროის შხამიანმა ძალებმა. იმ ჩვენს ბოლო საუბარში მეც, იმ დროისათვის ამ ჩვენს უმადურ და უბინძურეს სარბიელზე უკვე ჩათრეულს, არაფერი შემეძლო სასარგებლო გამეკეთებინა ლევანისათვის. თუმცა ის ძალიან ძლიერი და ამაყი იყო, რომ რაიმე ეთხოვა ჩემთვის.

ეს ორი დღე ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა, საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან კვლავ იძულებით გათიშულს, ეს სიტყვები. მით უმეტეს, რომ, ალბათ, როგორც ბევრ ჩვენგანს, მინანია ზოგჯერ პიროვნული შეფასებები საჯარო ადამიანებისა, თუნდაც პანეგირიკის მსგავს ნეკროლოგში. მაგრამ მაინც გავბედე, ჩავთვალე, რომ მოვალე ვარ.

სიონის ტაძარში, რომელიც ჩვენი თაობისათვის ქართული ეკლესიის სინონიმია, შეკრებილიყო ჩემთვის ყველაზე ახლობელი თბილისი – გაწვალებული, მოტყუებული, მაგრამ მაინც ლამაზი და ვერ გატეხილი. და მის ცენტრში, როგორც მისი სიმბოლო, ლევან გაჩეჩილაძე. მის ლამაზ ოჯახთან სამძიმრისას რატომღაც კვლავ ეკლესიასტეს სიტყვები გამახსენდა, რომლებიც მანამდე მის ძმას მივწერე: „კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა – გაჩენის დღეს.“ სჯობს ნამდვილად თავად მართალი კაცისათვის, რათა „ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა“, მაგრამ განა ასე სჯობს ჩვენი ერისათვის?

ლევან ვასაძე
25.08.2025“

თეგები: ლევან გაჩეჩილაძელევან ვასაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved