საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკური საბჭოს მდივნისა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩევლად ინიშნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, მინისტრად დანიშნა.
უკვე ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
კომენტარები