ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუსში დაკითხვაზე იმყოფებიან. უწყებაში ამბობენ, რომ ანტიკორუფციული დეპარტამენტი ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით დაინტერესდა.
“ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან”, – განუცხადეს სუსში bm.ge-ს.














კომენტარები