• რეკლამა
  • კონტაქტი
12:11, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი – ჩვენი გეგმის ნაწილია გავასამმაგოთ მოსავალი იმისათვის, რომ სამჯერ მეტი იყოს შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში

ალია ავტორი - ალია
12:52 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში გვიცხადებდით. ჩვენ გვჭირდება მეტი შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული მხარე, თითოეული მუნიციპალიტეტი იყოს უფრო წარმატებული და ეს წარმატება გვინდა მოვიტანოთ თქვენთან ერთად, ერთობლივი შრომით”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გურიაში, მოსახლეობის, დაახლოებით, 50% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ამ რეგიონში შედეგების ჩვენება არის უმნიშვნელოვანესი მანიშნებელი, რამდენად წარმატებულია დარგის ხელშეწყობის პოლიტიკა. 

„ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს თქვენი ინიციატივების მხარდაჭერას, მეტი რესურსი გავაჩინოთ იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. გურია გამორჩეულად მცირემიწიანია. შესაბამისად, ალბათ უფრო მეტი შემოქმედებითობა, უფრო მეტი ორიგინალური მიდგომები, უფრო მეტი ტექნოლოგიები და ინვესტირება გვჭირდება იმისათვის, რომ 1 ჰა მიწაზე უფრო მეტი პროდუქტიულობა, მეტი ღირებულება შევქმნათ და ამას აკეთებდა გურია; ქმნიდა განსაკუთრებით მაღალი ღირებულებებს კულტურის წარმოებაში, სუბტროპიკული კულტურების წარმოებაში და დღეს გვაქვს შანსი, რომ გამორჩეული კულტურებით შევქმნათ დოვლათი ამ მხარეში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო გამოწვევა, რომელსაც ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა 10 წელი და მეტი ებრძოდა იმისთვის, რომ მოეხდინა პოპულაციის რეგულირება და გადაერჩინა მოსავალი.

„ჩვენ შევძელით, უმოკლეს დროში, 3-4 წელიწადში ამ პრობლემის მოგვარება; შევძელით ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა. ეს გამოწვევა არ დამთავრებულა და მომავალ წლებშიც მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენ მოვახდინეთ ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფების გაძლიერება თხილის მწარმოებელ ასოციაციასთან ერთად. ფაქტობრივად, თითოეულ ოჯახში მივიტანეთ ცოდნა, მივიტანეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოსავლის გადარჩენა და მეტი შემოსავლის მიღება; თუმცა, დღეს მაინც შორს ვართ იმ ამოცანებისგან, რაც ჩვენ გვაქვს. დღეს ჩვენ ვიღებთ დაახლოებთ 1 ტ მოსავალს 1 ჰა-ზე, რაც შეიძლება გასამმაგდეს. ეს არის ჩვენი გეგმის ნაწილი – მინიმუმ გავასამმაგოთ მოსავალი იმისათვის, რომ სამჯერ მეტი იყოს შემოსავალი თითოეული თქვენგანის ოჯახში”, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ENPARD-ს შემდეგი ფაზა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება და 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, გურიის საჭიროებებს ითვალისწინებს, რაც გააჩენეს საშუალებას მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ადგილობრივ ინიციატივებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved