• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია

ალია ავტორი - ალია
16:50 10-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” დღეს, 28 ოქტომბერს 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციას გამართავს. 

ღონისძიებაზე პარტიის ლიდერები “ლელოს” მიერ განვლილ წელს შეაჯამებენ. ისაუბრებენ მიღწეულ შედეგებზე და მომავალ მიზნებსა და ამოცანებზე. 

რესპუბლიკურ მოედანზე დაგეგმილ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე “ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო” არის წამყვანი პოლიტიკური ძალა რომელმაც შემოიტანა ახალი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში. 

“ჩვენი პოლიტიკური ძალა აერთიანებს ადამიანებს თავიანთი ღირებულებებით. სწორედ ეს ღირებულებებია, რომელიც  დღეს რესპუბლიკის მოედანზე გაგვაერთიანებს მთელ ერს. 

ჩვენი მიზანია, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის ინტერესებისთვის, “ლელომ” ეს მოახერხა, ამიტომ ვართ გამორჩეული პარტია, რადგან გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, ეს ერთი წლის პარტიისთვის არის დიდი მიღწევა. ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული და ქვეყნის განვითარების პროგრამა “ლელოს ახალი მარშალის გეგმა”, რაც სრულიად საქართველოს რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი განვლილი პერიოდით. ჩვენ მიერ განვლილ პოლიტიკურ დღეებს კი შევაჯამებთ დღეს. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. მათ უნდა მოიყვანონ ერთი ადამიანი, რადგან მოახლოებული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ “ლელომ” ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შეხვდა. სხვა გეგმებთან ერთად, განიხილეს “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” , რომელიც ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პარტიამ ოცდაათივე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები წარადგინა.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved