ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
მთავარია ცოტა არასწორი მიმართულებით არ წაგვიღოს უნგრეთის არჩევნებმა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ პუტინმა და ივანიშვილმა ახლო მოკავშირე და ევროკავშირზე გავლენის ბერკეტი დაკარგეს. კარგია, რომ უკრაინას და ევროკავშირს დიდი თავის ტკივილი მოშორდათ. კარგია, რომ ევროკავშირის მხრიდან ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების შანსები გაიზარდა.
თუმცა, დასკვნების კეთება, რომ აი, თურმე ავტორიტარების დამარცხება არჩევნებით შესაძლებელია, თან განსაკუთრებით ლელოს ნიშნისმოგება, რომ აი, ხომ ვამბობდით რომ შესაძლებელია, არის დიდი სისულელე.უნგრეთის და საქართველოს შედარება არჩევნების თვალსაზრისით არც კი შეიძლება.დიახ, ორბანი იყო საარჩევნო მანიპულატორი. მანიპულატორი და არა გამყალბებელი და ამ ორს შორის დიდი სხვაობაა.ერთია, გამოიყენო ადმინისტრაციული და მედიარესურსები უპირატესობის მოსაპოვებლად, გარკვეული პროექტები მოსყიდვისმაგვარი მანიპულაციებისთვის, აღვირახსნილი პროპაგანდა საზოგადოების გაუნათლებელი ნაწილის დასაშტერებლად, გამოიყენო უცნაური სისტემა, მაგალითად ოლქების არასწორი დანაწილება,მაჟორიტარების რაოდენობა, რომ მოიპოვო უპირატესობა (საბოლოოდ ამანაც არ უშველა).სულ სხვა რამეა ის, რაც ქოცებმა 2024 წელს ჩაიდინეს და მერე, 2025 წელს გაიმეორეს. ქოცებმა ათასობით ადამიანი შემოატარეს რამდენიმე უბანზე, ქაღალდის ფურცელზე დაწერილი ვინმე ემიგრანტის პირადი ნომრით. ეს ფურცელი იყო ჩადებული უცხოეთის პასპორტში და აჩვენებდნენ რეგისტრატორს. რეგისტრატორს ხელით შეყავდა ეს მონაცემები აპარატში. რეგისტრატორი იყო ქოცი, უკონტროლო ნებისმიერი დამკვირვებლისთვის. ახლა უკვე კანონითაც კი არის აკრძალული ამ პროცესთან მიკარება და დაკვირვება. მონიტორზე ამოდიოდა სულ სხვა ადამიანის სურათი, მაგრამ ამას ვერავინ აკონტროლებდა და თითო ქოცი აქტივისტი აძლევდა ხმას სხვის მაგივრად რამდენიმე უბანზე. ქოცებს ელექტრონულმა აპარატებმა გაყალბება გაუადვილა. თუ ადრე პირადობების გაყალბება იყო საჭირო, ახლა უბრალოდ ქაღალდის ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი აღმოჩნდა საკმარისი. ამ პროცესს, რომელიც იყო კარგად ორგანიზებული, ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერ გააკონტროლებს, თუ კანონები არ შეიცვალა. შესაბამისად, ქოცი დაიწერს იმდენ ზედმეტ ხმას, რამდენიც დაჭირდება.2025 წელს წაიმეცადინეს, და ზუსტად იმდენი ხმა –– 1 100 000 დაიწერეს, რაც 2024–ში, რაც თავისთავად აბსურდია. შეუძლებელია ორ სხვადასხვა დონის არჩევნებში ერთი წლის შუალედით ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის ხმა აიღოს პოლიტიკურმა პარტიამ.დაგვავიწყდა რა მოხდა სულ ცოტა ხნის წინ და ილუზიებმა წაგვიღო?არ გიფიქირათ, რატომ იღებს ოცნება ისეთ გადაწყვეტილებებს თამამად, რაც შეუძლებელია, თუნდაც მის მომხრეებს მოწონდეთ? იმიტომ რომ ისწავლა “ფოკუზი”, როგორ დაიქირავოს მაგალითად 20 000 ადამიანი ერთი დღით და აქციოს ეს 300 000 ხმად.ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ არაუშავს, თუ კარგად მოვემზადებით მაინც მოვიგებთ, ეს არის დანაშაული და წინასწარ წაგებულ ბრძოლაში შესვლა. ანუ ქოცებს ადმინისტრაციული რესურსების და ნატურალური მხარდამჭერების გარდა კიდევ მინიმუმ 300 000 გაყალბებული ხმის ფორას ვაძლევთ და თანახმა ვართ ამ პირობებში ვიბრძოლოთ? სიგიჟეა!ემიგრანტები გამორიცხეს არჩევნებიდან – ამაზე თანახმა ვართ და ასე გავდივართ არჩევნებზე? სიგიჟეა!ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ნორმალურთან მიახლოებული არჩევნები. ეს მხოლოდ მასშტაბური პროტესტით არის შესაძლებელი და ეს თუ არ გავაცნობიერეთ, ვერაფერს ვერ ვიზამთ.
რა თქმა უნდა, ჩვენც ვინდა ქართველი მადიარი, რაც იმას ნიშნავს,რომ გვინდა ოპოზიცია, რომელიც შეძლებს ხალხი უკეთ დაარწმუნოს და აიყოლიოს, მაგრამ შეუძლებელია არჩევნების მოგება იქ, სადაც არჩევნები უბრალოდ გაუქმებულია. ვიფიქროთ ამაზე.
















კომენტარები