• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო” საარჩევნო კამპანიას აგრძელებს – შემაჯამებელი შეხვედრა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან გაიმართა

ალია ავტორი - ალია
21:06 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე, თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, დეპუტატობის კანდიდატები ლანა გალდავა და გულიკო ზუმბაძე ისნისა და სამგორის მოსახლეობას შეხვდნენ. 

ხაზარაძის განცხადებით, თითოეული მოქალაქის ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ჩვენ შეგვიძლია მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ რთული მდგომარეობის შეცვლა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ” ჩააყენა ქვეყანა. 

„აქ შეკრებილი ხალხის რაოდენობა გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში მომწიფდა ცვლილებების სურვილი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ ამ ცვლილებებს ორ ოქტომბერს. თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და შვილებს მომავალი შევუქმნათ, ვალდებულები ვართ გადავდგათ ნაბიჯი და ორ ოქტომბერს გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ამ არჩევნებს აქვს ორი მისია, საკრებულოში ისეთი ადამიანების არჩევა, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს და მერია, რომელიც დაიცავს ადამიანისა და ქალაქის უფლებებს. „ლელოს” აქვს ისეთი ხედვა, რომელიც მორგებულია ადამიანსა და მის საჭიროებებზე,” – განაცხადა ხაზარაძემ. 

„ლელოს” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართველ ხალხს აქვს ყველაზე მძლავრი იარაღი და ეს იარაღი არის ხმა, რომელიც უნდა გამოიყენონ 2 ოქტომბერს. არჩევნებამდე დარჩენილი სამი დღე  „ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნისთვის ბოლო პერიოდია და სამი ოქტომბრიდან ჩვენ დავიწყებთ ისეთი ქვეყნის მშენებლობას როგორიც სჭირდებათ ადამიანებს. ჩვენ გვექნება საშუალება, ზიზღის, შურისა და დაპირისპირების ეპოქა დავასრულოთ საქართველოში.

ორი ოქტომბრის რეფერენდუმი, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტია ამას, „ლელოს” მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილიც ადასტურებს. მისი განცხადებით, ეს არის არჩევნები რომელიც ქართველი ხალხის ცხოვრებას შეცვლის. 

„ლელოს” აქვს ყველა პასუხი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. ყველა აუსრულებელი სურვილის შესრულება შეგვიძლია ერთად და არ უნდა დავიხიოთ უკან, ჩვენი და შვილების მომავლისთვის. თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს ამ ქალაქის და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა. ორ ოქტომბერს შეგვიძლია ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება, წლებია ეს გვჭირდება. ჩვენი ხმა და ერთიანობაა მნიშვნელოვანი რადგან დაყოფის დრო აღარ არის. მე მიხარია, რომ იმ ძლიერ გუნდთან ერთად ვიბრძვი, როგორიც ჰყავს „ლელოს”. ლანა  გალდავა და გულიკო ზუმბაძე არიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა სჭირდება ისანს და სამგორს, ზუსტად იციან ამ ადამიანების გასაჭირი და იციან როგორ მიუდგნენ თითოეულ პრობლემას. ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად  საქმის კეთებას დავიწყებთ 3 ოქტომბრიდან,”- ანა ბიბილაშვილი. 

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლანა გალდავას განცხადებით, ქვეყანა კიდევ ერთხელ დგას დანაწევრების საშიშროების წინაშე და ამაში ყველაზე დიდი წვლილი „ქართულ ოცნებას” აკისრია. არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანა და მისი მთავარი სიწმინდეები დაეცვა. ისინი უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან და უნდა მოვიდეს ის ძალა, რომელიც ერთიანობისთვის დაუღალავად იბრძოლებს. „ლელო” არის ეროვნული ძალა, რომელიც იქნება ხალხის სადარაჯოზე და ეროვნული ინტერესების დამცველად.”- ლანა გალდავა. 

მოსახლეობას მიმართა სამგორის მაჟორიტარმა გულიკო ზუმბაძემ და განაცხადა, რომ „ლელომ” ის სიტყვა შემოიტანა პოლიტიკაში რომელიც არავის არ უთქვამს. „ლელო” არის ძალა რომელიც შეძლებს მოჯადოებული წრის გარღვევას, იმ წრისა რომელზეც ჩვენ ვტრიალებთ. აუცილებლად უნდა დავდგეთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის გზა რომელიც საქართველოს სჭირდება.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved