• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო”: “ქართული ოცნებას” არჩევნების გაყალბების უფლებას არ მივცემთ

ალია ავტორი - ალია
17:58 11-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

“ლელოს” ლიდერებმა კიდევ ერთი ბრიფინგი გამართეს და “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბრეს. 
როგორც “ლელოში” აცხადებენ, “ქართული ოცნება” ცესკოს არჩევნების გაყალბებას ავალებს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ოპოზიციას გადააბრალოს მდგომარეობის ესკალაცია. 
“ვაკის ოლქი ყველაზე აქტიური იყო თბილისში, სადაც 60%-ზე მეტი მოქალაქე მოვიდა თავისი ნების გამოსახატად. გამოცდილების მიხედვით, ამ რაოდენობის ამომრჩევლის დაფიქსირება მიუთითებს ქვეყნაში ცვლილებების სურვილს. ამის საპირისპიროდ მივიღეთ ცესკოს მიერ გაყალბებული არჩევნები. მაშინ, როდესაც ვაკის ოლქში 5 ათასზე მეტი გაბათილებული ბიულეტენია, რაც მოსული ამომრჩევლის 10%-ს შეადგენს. ჩვენ მიერ დაწერილი საჩივრებიდან არცერთი არ არის განხილული. განსახილველად კი გადაგვამისამართეს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოში. “ქართული ოცნება” ცესკოს არჩევნების გაყალბებისკენ მიუთითებს, რათა დაიკარგოს ის რეალური ნება, რისი დაფიქსირებაც სურდათ ჩვენს მოქალაქეებს,”-განაცხადა კობერიძემ. 
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრა “ლელოს” ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემაც.
“ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის ყველა შანსი დაკეტა. ამას ხაშურის მაგალითიც ადასტურებს. ხაშურის მერიის განმარტება საარჩევნო პლაკატებზე მმართველი გუნდის პლაკატების გადაკვრასთან დაკავშირებით იყო ის, რომ მხოლოდ სატელეფონო ზარით განიხილეს ჩადენილი ფაქტი. რაც შეეხება გაყალბებულ ბიულეტენებს, ერთადერთი შანსი სასამართლო დაგვრჩა, სწორედ ის სასამართლო, რომელიც მიკერძოებულია. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიც უნდა დავასრულოთ,”- განაცხადა კოჟორიძემ. 

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად საკუთარ ოლქში დარღვევებზე ისაუბრა “ლელოს” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. 

“როგორც ყველა რეგიონში, ისე გურიაში დაფიქსირდა გაყალბება. ოლქების დიდ ნაწილში არის დისბალანსი, არ ჯდება ის რაოდენობა, რაც რეალურად იყო მოსული არჩევნებზე. ვიტყოდი, რომ პოლიტიკური შეფასების ნაწილში არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია,”- განაცხადა სიორიძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved