• რეკლამა
  • კონტაქტი
12:31, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო“ – ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება დაიწყო ორი თვით ადრე, რადგან მიხვდნენ რომ სხვა გზით ვერ მოიგებდნენ

ალია ავტორი - ალია
13:17 11-02-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საქართველოს პარლამენტის წინ ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 
პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებიან „ლელოს“ ლიდერები, მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია, ხოლო არსებულ შედეგებს არ შეეგუებიან. 

ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს არ უწოდებს „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, მისი თქმით 2020 წლის არჩევნები იყო სიყალბით და ძალადობით მიღწეული შედეგი. 

„წინასაარჩევნო პროცესი იყო ასევე დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად იმიტომ, რომ ის არ ასახავს ჩვენი საზოგადოების განწყობებს. ჩვენ დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს. დანარჩენ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ჩვენი პოზიცია გვექნება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით ხელისუფლება არჩევნებს ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად აყალბებდა, არსებული შედეგიც მხოლოდ ამიტომ მიიღო. 

„ეს ხელისუფლება არის მშიშარა, მიხვდნენ რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ და ორი თვით ადრე, მოსყიდვებით, შანტაჟითა და დაშინებით დაიწყეს არჩევნების გაყალბება. ისინი არ დაელოდნენ საბოლოო შედეგებს და სპეცრაზმით შევიდნენ ცესკოში, ისინი ემზადებოდნენ წაგებისთვის და ყველა შესაძლო ზომას მიმართეს. მათ მიიღეს ჯანსაღი პროტესტი და ამ კონსტიტუციის ფარგლებში დავიცავთ ჩვენი დემოკრატიის იდეას. ამავე ფარგლებში მოვითხოვთ ჩვენი ხმების დაბრუნებას, თუ არადა მათ მოუწევთ სახლებში წასვლა,“-ლანა გალდავა. 

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ოპოზიცია სამოქმედო გეგმის გასავლელად ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა და მომავალი კვირიდან აქციების ახალი ტალღაც დააანონსა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved