• რეკლამა
  • კონტაქტი
07:48, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო ძლიერმა საქართველომ“ კანდიდატების მოსყიდვის მტკიცებულება გაასაჯაროვა

ალია ავტორი - ალია
17:11 09-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

ოპოზიციურმა კოალიციამ „ძლიერმა საქართველომ“ რეგიონებში მათი კანდიდატების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მოსყიდვის მტკიცებულება წარმოადგინა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის თქმით, პარტიის წევრებზე, მაჟორიტარ კანდიდატებზე და მერობის კანდიდატებზე ხდება სისტემური ზეწოლა, რომელიც დაკავშირებულია  „ქართულ ოცნებასთან“, მისი ლიდერების – ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით.

მისივე თქმით, კოალიციის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერი ერთ-ერთი მაჟორიტარისგან ადასტურებს, რომ კანდიდატურაზე უარი ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობის შედეგად მიიღო. ჩანაწერში დასახელებულია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესები, შავი სამყაროს წარმომადგენლები და კანონიერი ქურდები, რომლებიც კუპრაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიაში.

ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ კვირეების განმავლობაში, აწ უკვე დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტი ქართული ოცნების, ივანიშვილის, კახა კალაძის და სუსის მხრიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებულია, რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა, განსაკუთრებულად რეგიონებში ჩვენს წევრებზე და კანდიდატებზე. 

ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი, სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიადტურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ ბიზნესებს, ის ასახელებს შავ სამაყროს, კანონიერ ქურდებს, რომელბთანაც თანამშრომლობს “ქართული ოცნება” . ის ასახელებს, რომ სუსის ჩართუობით და ადგიობრივი პოლიციელების ჩართულობით, მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა კონკრეტული მუქარის, ძალადობის და მოსყიდვის სანაცვლოდ.

ცხადია, რომ კახა კალაძე, არა მხოლოდ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, რომელიც მისივე პარტიის წესდების მიხედვით, არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ, ყოფით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე. ის არის პასუხისმგებელი იმ მოსყიდვაზე და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, მუქარაზე, კანონიერი ქურდების, შავი სამყაროს, კრიმინალების ჩართულობაზე ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და მას დაეკისრება მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ბრიფინგზე პარტიამ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, სადაც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი კარა ორუჯოვი მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს.

 – მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთანს მოსვლის. იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს, მაგათ დავადე…ის მუშაობდა მათთან (ძმისშვილი), ხო, და, ჩემი ნათესავი მაგათთან სპორტდარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 ათასი ლარის, 100 ათასზე მეტი იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის, გეფიცები. მერე მე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს, ყველგან იმუშავებ სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს. 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო. მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ.

 – მერე რა ლაპარაკი გქონდათ?

 – ახმედოვმა უთხრა და მერე გამაკეთებინეს განცხადება. 

 – ვიცი, ვიცი. შენ რომ გამოუვალი მდგომარეობა არ გქონოდა და დიდი პრობლემები, ამ ნაბიჯს არ გადადგამდი.

 – მე მაგათ ვუთხარი, რომ ამ ფლის გაქვითვა არ მინდოდა და უნდა დავუბრუნო, როცა შევძლებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved