• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

ალია ავტორი - ალია
23:15 09-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230
“ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
კოალიციისა და პარტიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ავლაბარში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “გახარია საქართველოსთვის” წევრი სოფო ხორგუანი იქნება, ვაზისუბანში “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი სიორიძე, ხოლო ისნის ოლქში “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი ვიკა ფილფანი იქნება.
“მივესალმები ყველას, ვისი მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მარწუხებიდან დაიხსნას და დაიბრუნოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თბილისი, ჩვენი ქალაქები და ჩვენი სოფლები. მივესალმები ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული რუსულ რეჟიმს. მივესალმები ყველას, ვინც აქციებზე მშვიდობიანად იბრძვის – ეს ჩვენი ბრძოლაა, თუმცა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის მრავალსაფეხურიანი და ერთ-ერთი საფეხური არის სწორედ 4 ოქტომბრის არჩევნები და ამიტომ, ჩვენი კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მასში მონაწილეობას ვიღებთ, როგორც ბრძოლაში და გვაქვს თქვენი იმედი.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაზისუბანში, სადაც ცხოვრობს არაჩვეულებრივი ხალხი, მაგრამ მათთვის აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო. აქ არის უამრავი ავარიული სახლი. მე და ჩვენი მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ვიყავით რამდენიმე ასეთ სახლში და წარმოუდგენელი იყო რაც იქ ვნახეთ, განსაკუთრებით, მერვე ლეგიონის დასახლებაში, რომელიც თავის დროზე დროებით საცხოვრისად შეიქმნა კომუნისტების დროს და რომელთა უმრავლესობასაც ექსპლუატაცია დიდი ხანია გასული აქვთ. წარმოუდგენელია, მესამე და მეოთხე კატეგორიის ავარიულ სახლებში როგორ ცხოვრობენ ადამიანები თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად და კორუმპირებული კალაძე არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მისცეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა”, – მიმართა ამომრჩეველს ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ
(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved