• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო” აქვეყნებს “ქართული ოცნების” დეპუტატების სიას რომლებიც “მევახშეობით” ფულის “ხელზე გასესხებით” არიან დაკავებულები

ალია ავტორი - ალია
16:35 09-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების სია გაასაჯაროვა, რომლებიც ფულის „ხელზე გასესხებით“ იღებენ შემოსავალს. 

საბა ბუაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ფინანსდება მევახშეობით და გამოსახლებული ადამიანების გაყიდული ბინების ფულით.

„ ქართული ოცნების“ საპარლამენტო რიგები სავსეა იმ ადამიანებით, რომლებიც მევახშეობით და ფულის „ხელზე გასესხებით“ იღებენ შემოსავალს. ქართული ოცნება არის ხელისუფლება დღეს მფარველობს მევახშეებს.
მევახშეობით და კერძო გამსესხებლობით დაკავებულია ქართული ოცნების 5 დეპუტატი:
1. ისკო დასენი – დაკავებულია კერძო მევახშეობით და ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „მისო ლიდერ კრედიტი“, რომელმაც 2018 წელს მოგების სახით მიიღო 10 მილიონ ლარზე მეტი. ისკო დასენის მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ქართულ ოცნებას 120,000 ლარი და სალომე ზურაბიშვილს 5,000 ლარი შესწირა.
2. ბექა ოდიშარია – 2016 წელს გასესხებული ჰქონდა 170,000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო 22,723 დოლარის შემოსავალი. 2019 წელს „ინვესტიციის“ სახით გაცემული ჰქონდა 350,000 დოლარი, საიდანაც შემოსავლის სახით მიიღო 105,000 ლარი.
3. ილია წულაია – 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9.6 მილიონი დოლარი. ილია წულაიამ 2014 წელს, ისანში სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიიდან 250 დევნილი ოჯახი გამოასახლა და დასაკუთრებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენა. ილია წულაიას ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 170,000 ლარი.
4. დავით სონღულაშვილი – გასესხებული აქვს 611,000 ევრო, საიდანაც შემოსავლის სახით მიღებული აქვს 38,000 ლარზე მეტი.
ამ ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ ოცნებამ არაფერი გააკეთა კერძო მევახშეობის შესაჩერებლად. პირიქით, მამუკა ბახტაძის მავნებლური ინიციატივის შედეგად დაინერგა ახალი მიდგომა, რომლის შედეგადაც მევახშეები პირდაპირ იფორმებენ ბინას, გამოსყიდვის უფლებით. 2019 წელს, საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე ჯამში გაცემული იქნა 654,788 სესხი, რომელთა ჯამურმა მოცულობამაც შეადგინა 383 მილიონი ლარი. ეს არის კერძო მევახშეობის მხოლოდ აისბერგის წვერი,“- აცხადებს საბა ბუაძე. 

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით აიკრძალოს და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს მევახშეობა, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებში დიდი ხნის წინ მოხდა. ზუსტად ამიტომ, აუცილებელი 31 ოქტომბერს ხელისუფლებიდან გავისტუმროთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მფარველობს მევახშეებს და მთაწმინდაზე, კრწანისში და მთელ საქარველოში ასობით ოჯახის გამოსახლებას და გაუბედურებას უწყობს ხელს,“- განაცხადა ბუაძემ ბრიფინგისას.

თეგები: ლელო საქართველოსთვისსაბა ბუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved