პირი პირველ სართულზე აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს ბინის შიგნით, რასაც არ სჭირდება ნებართვა მერიიდან, – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმის შესახებ რომ კედლების ნგრევა მიმდინარეობდა, ამის შესახებ არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიასა და არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შესულა.
„იმის შესახებ, რომ რამე სხვა ტიპის სამუშაო, რაზეც არის საუბარი, კედლების ნგრევა და ა.შ. მიმდინარეობდა, ამის შესახებ არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიასა და არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შემოსულა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ ყოფილა არანაირი რეაგირება. არაფერი ჩანდა, არც ვიტრაჟი იყო, არც ფასადი იყო შეცვლილი. ვიტრაჟის მოწყობაზე ნებართვა გაცემულია 2020 წელს, რომელსაც ვადა 1 წლის განმავლობაში ჰქონდა. 2021 წლის თებერვალში ამ ნებართვას ვადა გაუვიდა და განმეორებით არ მოუმართავს. თუმცა არც მიმდინარეობდა ამჟამად ვიტრაჟის მოწყობა. სხვა რაიმე ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე, რომელსაც ესაჭიროება მერიის ნებართვა, მეპატრონეს არ მოუმართავს“, – განაცხადა ლელა სურმანიძემ.
კომენტარები