ლეიბორისტული პარტიის წევრი და საპარლამენტო სიის მესამე ნომერი, მიხეილ ქუმსიშვილი პოლიციამ დააკავა.
ლეიბორისტული პარტიის წევრები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და საოლქო კომისიას ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ. სწორედ ამ მიზეზით მივიდნენ ისინი კომისიასთან და შემაჯამებელი ოქმის გაბათილება მოითხოვეს. პროტესტს პოლიციასთან დაპირისპირება და საბოლოოდ, ახალგაზრდა პოლიტიკოსის დაკავება მოჰყვა.
კომენტარები