• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლეგიტიმური რევოლუცია – “გაბრაზებული ადამიანები ქუჩაში გამოვლენ…” – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
13:52 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ბიძინა ივანიშვილის წასვლა მისი რაზმეულის დასუსტებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა:

„მისმა კლოუნების გარემოცვამ უნდა იცოდეს, რომ თუ საქმე ცუდად წავა, იმ კაცთან ერთად გარისკავენ და ამ ქვეყანას კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებენ. იმ კაცს მეტი უკან დასახევი გზა აქვს, ვიდრე მათ. ამიტომ დროზე უნდა მოვიდნენ გონს“, – განაცხადა ბოკერიამ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, ყველა  ადამიანი, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანაში არასაარჩევნო ცვლილება სარისკოა, ხოლო ავტორიტარიზმის ჭაობი კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.

„მათ შორის, ლეგიტიმური რევოლუცია, იანუკოვიჩს რაც მოუვიდა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ლიბერალური დემოკრატიის ამოცანაა არჩევნების გზით, ცივილიზებულად შეიცვალოს ხელისუფლება, თუმცა ბოკერიამ აქვე დასძინა: „ამ შესაძლებლობის წართმევის შემთხვევაში ლეგიტიმური რევოლუცია“.

„ამ ორს შორის, რა თქმა უნდა, მირჩევნია, ხელისუფლებამ ამ უფლების წართმევა ვერ შეძლოს და ცვლილება არჩევნებით მოხდეს. ოღონდ, ამ ვაჭრობისას, იცი რა, მე ამას წაგართმევ, მაგრამ ნუ გარისკავთ იმას, რომ ქვეყანა დაზიანდესო, ივანიშვილის რეჟიმის ასეთ მძევლებად არ ვიქნებით “, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, რეგულაციებით და მთავრობისგან ფეხზე დაკიდების შედეგად გაბრაზებული ადამიანები ქუჩაში გამოვლენ და ოპოზიცია ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ქვეყანაში ორპოლუსიანობისა და დიპლომატების შეფასებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, გიგა ბოკერიამ დიპლომატებს მოუწოდა, შიდა კონიუნქტურაზე საუბრისგან თავი შეიკავონ.

„ზოგადად, დიპლომატებს ვურჩევდი, თავი შეიკავონ შიდა კონიუნქტურაზე საუბრისგან. ვსარგებლობ ეთერით და ამას ვამბობ საჯაროდ. ცუდად მთავრდება ხოლმე საერთო ამოცანებისთვის, თორემ განა უფლება არ აქვთ კანონით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

1ტვ

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved