• რეკლამა
  • კონტაქტი
09:05, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლეგატო” წესს არღვევს და მთავრობას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
16:30 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

“ლეგატო” “მწვანე პასპორტის” რეგულაციის აღსრულებაზე უარს ამბობს. იმის გამო, რომ შრომის ინსპექციამ ობიექტი შეამოწმა და მის სტუმრებს “მწვანე პასპორტის” დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, კომპანიის მხრიდან ფასდება როგორც ბიზნესისთვის ხელის შეშლა და უკანონობა. 

“მწვანე პასპორტების ამოქმედების დღიდან, კომპანია „ლეგატომ“ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ყველა ჩვენმა სტუმარმა იცის, რომ ჩვენს ობიექტებში არ ხდება ადამიანების დაყოფა პასპორტის ფერისა, ეროვნებისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რადგანაც ვთვლით, რომ ეს რეგულაცია არაჰუმანურია, დისკრიმინაციულია, მითუმეტეს, რომ არ ემსახურება არანაირ გონივრულ ქმედებას და ლოგიკურ შედეგს. ჩვენ არანაირად არ ვართ ვაქცინაციის წინააღმდეგნი, თუმცა არ ვეთანხმებით მწვანე პასპორტების რეგულაციას ამ დროსა და სივრცეში.

კომპანიის ეს პოზიცია პირველი დღიდან ცნობილია შრომის უსაფრთხოების სამსახურისათვის, რის გამოც მივიღეთ გამაფრთხილებელი შეტყობინება. დღეს კი, ქმედების შესაბამისი დებულების წარდგენის გარეშე შემოიჭრნენ ჩვენს ერთ-ერთ ფილიალში, შეაწუხეს, შეზღუდეს და გააღიზიანეს კამერების თანხლებით დარბაზში მყოფი სტუმრები. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, შეეწყვიტათ აღნიშნული არაეთიკური საქციელი, დაეწერათ შესაბამისი აქტი მშვიდად და გასულიყვნენ ტერიტორიიდან, მათ მაინც განახორციელეს ეს არაკანონიერი პროცესი.

არავინ აძლევს უფლებას უნებართვოდ, ჯგუფურად დაადგნენ თავზე ადამიანს, შეაწყვეტინონ სადილის მირთმევა, მოსთხოვონ „რაღაცის“ დამადასტურებელი საბუთი, ნების დართვის გარეშე ეს ყველაფერი ჩაიწერონ კამერით და ჩააყენონ უაღრესად სტრესულ მდგომარეობაში.
ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მოახდინოს ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ ჩადენილ არაკანონიერ, არაჰუმანურ და ადამიანის შეურაცმყოფელ ქმედებაზე სათანადო რეაგირება!
1. ეს არის არაეთიკური!
2. ეს არის უკანონობა!
3. ეს არის ბიზნესისთვის ხელის შეშლა”-წერს კომპანია ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved