საკონდიტრო კომპანია „ლე გატო“, რომელმაც უარი თქვა „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის აღსრულებაზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის დირექტორის თქმით, აღნიშნული ჯარიმის გამო, გადაწყდა, რომ „ლე გატო“ დარბაზებში სტუმრებს აღარ მიიღებს და მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს.
მანანა ანჯაფარიძის განცხადებით, კომპანია ჯარიმას გაასაჩივრებს, როგორც საკონსტიტუციო, ისე – საქალაქო სასამართლოში.
„შრომის ინსპექციამ დაგვაჯარიმა 10 000 ლარით, თუმცა ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ სტუმრებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა დისკრიმინაციულია, ამიტომ გადავწყვიტეთ დარბაზები დროებით დავხუროთ და შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. საჩივარს შევიტანთ პარალელურად, როგორც საკონსტიტუციო, ისე – საქალაქო სასამართლოებში“, – განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ bm.ge-სთან საუბრისას.
			

                                
                                

                                









კომენტარები