• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლაზარეს არ უღიარებია, ინტერვიუ დაჭრეს – გრიგორიადისის დედა

ალია ავტორი - ალია
17:42 12-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
276

ლაზარე გრიგორადისის დედა, თამთა კალანდაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ლაზარეს დანაშაული არ უღიარებია. ის მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

“ლაზარეს ინტერვიუ დაჭრეს და ისე გადააკეთეს და გადმოაკეთეს, როგორც აწყობდათ. სარკასტულად თქვა: “პოლიციელი მე დავწვი, ჰიჰიჰი, მრავალწერტილი” და ეს არის ჩასმული, მე როგორც ვიცი […] ლაზარეს მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ყოველ ჯერზე ირღვევა. ვისზე მუშაობენ, არ ვიცი. თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ როდემდე შერჩებათ, არ ვიცი”. – ამბობს კალანდაძე ტაბულასთან საუბარში.

Interpressnews-მა ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ლაზარემ მათ კითხვებზე პასუხები გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მისწერა.

ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხებოდა, ლაზარეს პასუხის დროს, თავდაპირველად, IPN-ს ციტატაში არ ეწერა “ჰიჰიჰი, უდანაშაულობის პრეზუმფცია”… და ციტატა შემდეგნაირად იყო ჩასმული: “მე ვისროლე „მოლოტოვი“. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ. მოგვიანებით კი, IPN-მა ეს ციტატა ჩაასწორა და ლაზარეს პასუხი შემდეგნაირად დაწერა: “„მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ.

ასევე, IPN-ის ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა Facebook-ზე ქარდი გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: “გრიგორიადისი აღიარებს, რომ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა, ჩადენილს არ ნანობს”. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ ქარდი წაშალა.

თეგები: ლაზარე გრიგორიადისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved