• რეკლამა
  • კონტაქტი
15:32, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლავროვმა მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვაზე უარი თქვა – რა წინადადებით ჩადის გაეროს გენერალური მდივანი პუტინთან?

ალია ავტორი - ალია
20:00 04-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

CNN–ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“დღევანდელი სიტუაცია გამოიწვია ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების კურსმა, ნატოს უსაზღვრო გაფართოებისკენ, ეს ყველაფერი კეთდება რუსეთის შეკავების მიზნით. დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინაში ხდებოდა რუსული მედიის, კულტურისა და ენის აკრძალვა და ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერა. დღეს უკრაინული მხარის ქცევა მოლაპარაკებებზე დამთრგუნველია და როგორც ჩანს, მათ მოლაპარაკებები საერთოდ არ აინტერესებთ”

Reuters–ის ცნობით, ლავროვმა სამშვიდობო მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, მოლაპარაკებების მარიუპოლში გაგრძელება რუსულ მხარეს უკრაინულმა მხარემ შესთავაზა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეში კი, აქცენტს არა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, არამედ ჰუმანიტარულ დერეფნებზე აკეთებს და ამბობს:

“რუსეთის აზრით, ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, გაეროს აზრით, საქმე გვაქვს რუსეთის შეჭრასთან სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე…ჩვენ ახლა გვჭირდება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის პირობებსაც ყველა დაიცავს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება წარმატებით მოხდება. ამ მიზნით მე წამოვაყენე საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯგუფის შექმნის იდეა, რომელშიც შევა რუსეთი, უკრაინა და გაერო. რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები”

დღესვე გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება, მოსკოვიდან კი კიევში ჩავა, სადაც ასევე პირისპირ ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

თეგები: გაერორუსეთ-უკრაინის ომისერგე ლავროვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved