ბოლოდროინდელი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში.
„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შაბათ-კვირას მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით. ბოლოდროინდელი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს. სრული მხარდაჭერა ქართველების მიმართ მათ სწრაფვაში თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
კომენტარები