ლატვიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ, პირბადეების ტარება კი დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება.
ლატვიაში სულ COVID-19-ის 17 687 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში 210 ადამიანი იმსხვერპლა.
კომენტარები