ლატვიის დედაქალაქ რიგაში 79 მეტრიანი საბჭოთა პერიოდის მონუმენტი დაანგრიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ მონუმენტზე მუშაობა ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვების აღსანიშნავად 1985 წელს დასრულდა და ძეგლი ბოლო პერიოდში რუსეთის მხარდამჭერთა აქტივობის ცენტრად იქცა.
მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლატვია საბჭოთა ძეგლების დანგრევაში სსრკ-ს კიდევ ერთ ყოფილ წევრს, ესტონეთს შეუერთდა.
კომენტარები