• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლაშა ცანავას სკანდალური ჩვენება სუს-ის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ – რატომ არ იწყება გამოძიება?

ალია ავტორი - ალია
12:24 08-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,991

ვინ არიან სუს-ის მაღალჩინოსნები, ვინც დაკავებული ლაშა ცანავას მტკიცებით, მის გადაბირებას ცდილობდნენ? სასამართლოში გაკეთებული სკანდალური განცხადებიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ფაქტით არცერთი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

საუბარია ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის იმ განცხადებაზე, სადაც ცანავა საუბრობს, რომ “მას სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებმა, თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება შესთავაზეს“.

ლაშა ცანავას ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია, განცხადება შესაბამის ორგანოში გადააგზავნოს.

მათ არ სურთ, ლაშა ცანავამ გამოკითხვის ოქმში დააფიქსიროს, ის ყველაფერი რა ინფორმაციასაც ის ფლობს, თუმცა, დაკავებულმა დეტალებზე სასამართლოში უკვე ისაუბრა. ამიტომ, როცა პირი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე განაცხადებს, სასამართლოც ვალდებულია, განცხადება შესაბამის ორგანოში გადააგზავნოს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამ განცხადებიდან სამი დღეა გასული და გამოძიებას არც სუსი იწყებს და არც პროკურატურა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე პოლიტიკურია. 

სიმართლე გითხრათ, ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ სუს-ი და პროკურატურა რამეს გამოიძიებს, რადგან თავად დაგეგმეს, თვითონვე შეასრულეს და ლაშაც თვითონ დაიჭირეს. 

ცანავამ შემდეგი სიტყვები მითხრა – 9 წლამდე პატიმრობის კი არა, უვადო პატიმრობის მუხლით, რომ იყოს საქმე აღძრული, მაინც არ გახდებოდა აგენტი და არ გაყიდდა ძმაკაცობას და არ ითანამშრომლებდა სუს-თან. 

ის არის მხნედ, ყველას საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს”- ამბობს ადვოკატი. 

ამასთან, სავარაუდო დანაშუაულის გამოძიებას “ნაციონალური მოძროაბა” ოფიციალურად ითხოვს.

ცნობისთვის, ლაშა ცანავას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved