• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლაშა ქოიავა: სამხედრო გეგმის მიხედვით, ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა როკის გვირაბთან, რათა ჩვენ დაგვესწრო რუსების სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში

ალია ავტორი - ალია
12:21 03-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

„2008 წლის 6 აგვისტოს საღამოს 11 საათზე დამირეკა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, მიბრძანა, გამოვცხადებულიყავი დისლოკაციის ადგილზე, გამომეძახა პირადი შემადგენლობა სრულად. მითხრა, რომ ეს არ არის სასწავლო განგაში“- ამის შესახებ 2008 წელს სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსმა, ლაშა ქოიავამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები განიხილება.

ლაშა ქოიავა სხდომაზე დეტალურად იხსენებს აგვისტოს ომის მოვლენებს. „გეგმა წინასწარ შემუშავებული გვქონდა. მომემზადებინა ჰოსპიტალი მარშისთვის და გამოვცხადებულიყავი 5 საათზე, ეს უკვე 7 აგვისტოს მინისტრთან სათათბირო დარბაზში. რასაკვირველია ჩავედი საგურამოში, გავეცი შესაბამისი ბრძანებები, შესაბამის ქაღალდებს მოვაწერე ხელი. უფროს და მოადგილეს დავავალე მოემზადებინათ კოლონა მარშისთვის, ჩაეტვირთათ შესაბამისი ქონება და გამოვცხადდი სამინისტროში. 5 საათისთვის შეიარაღებული ძალების ყველა მეთაური შეკრებილი იყო. თათბირი არ დაიწყო, გადაიდო, [დილით] 7 საათის მერე, სადღაც 8-სკენ კარი გაიღო, შემოვიდა, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ მოდიოდა ვანო მერაბიშვილი, შემდეგ მოდიოდა შალვა ჯანაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი ზაზა გოგავა. დასხდნენ, დაიწყო თათბირი. სახმელეთო ჯარების სარდალმა მოახსენა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო საბრძოლო მოქმედების დაწყება. გეგმაში რასაკვირველია ყველაფერი გაწერილია საათობრივად, ყველა პუნქტით, სად რომელი სამხედრო ნაწილი უნდა მდგარიყო, რომელ საათზე უნდა გამოცხადებულიყო, რომელ საათზე უნდა გაშლილიყო, ეს ყველაფერი დეტალურად ხდებოდა ამის მოყოლა“-აცხადებს ქოიავა.

ლაშა ქოიავას განცხადებით, „სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა ჩაკეტილიყო როკი, ამის შემდეგ ხდებოდა უკუქცევა ჯარის და განთავსება ცხინვალის გარშემო“.

„ბოლოსკენ, როდესაც ამ გეგმის დასასრული იყო, აქ ერთ ნიუანსს ვიტყვი, რომ სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მომხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა როკის გვირაბთან, რომელზეც იყო საკმაოდ შეზღუდული დრო, რათა ჩვენ დაგვესწრო რუსების სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში. უნდა ჩაკეტილიყო როკი, ამის შემდეგ ხდებოდა უკუქცევა ჯარის, განთავსება ცხინვალის გარშემო და ცხინვალის იმდროინდელ ხელისუფლების უზურპირებულ მთავრობა, თუ ბანდის უფროსებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ უკვე მოწყვეტილები, მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ და იმისთვის, რომ არ მომხდარიყო უაზრო სისხლისღვრა, წამოსულიყვნენ მოლაპარაკებაზე და შეეშვათ ქართული ჯარი და პოლიცია ცხინვალში. ბოლო ეტაპი იყო ის, რომ პოლიციას უნდა განეიარაღებინა, თუ ვინმემ არ ჩააბარა იარაღი, შეინახა და შეიქმნა რაღაც ბანდ ფორმირებები“- აღნიშნავს ლაშა ქოიავა.

იგი ასევე, სამხედროებში არსებულ მდგომარეობას იხსენებს, რომლის თქმითაც, სამხედროებში დაბნეულობას და არეულობას იწვევდა მაშინდელი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

„ამ დროს, შალვა ჯანაშვილმა თქვა, რომ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო, რამაც რასაკვირველია გამოიწვია ინტერესი, რომ თქვენ, ვინ? პოლიცია რა ძალებით იღებს ქალაქს იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, ყველა შენობა არის საფორტიფიკაციო ნაგებობა და იქიდან ცეცხლის შემთხვევაში პოლიციას კი არა ჯარს უჭირს გადაადგილება. აქ სერიოზული დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია სამხედროებში. ჯანაშვილმა თქვა, რომ მათ საკმარისი ძალები აქვთ. კეზერაშვილმა გვითხრა, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და პოლიცია მიხედავს ამ საკითხს, გოგავამ გვითხრა, რომ პოლიციას ძალიან მაგარი სპეცრაზმი ჰყავს და ისინი ყველაფერს იზამენ, რამაც კიდევ უფრო დაგვაბნია იმიტომ, რომ სპეცრაზმის აღებული პოზიციები და მით უმეტეს, ქალაქები სამხედროებს არ გაგვიგია იმიტომ, რომ სპეცრაზმს აქვს თავისი ფუნქცია, თავისი ამოცანა, რომელსაც ის უნდა ასრულებდეს, მით უმეტეს, რომ ამ ჩვენს სამხედრო გეგმაში სპეცრაზმს უკვე გათვლილი ჰქონდა თავისი გეგმა, თავისი სამუშაო. შევთანხმდით იმაზე, რომ პოლიცია იღებს ცხინვალს, კი ბატონო და უცებ შალვა ჯანაშვილმა თქვა, -მაგრამ თქვენი დახმარება დაგვჭირდებაო. ესეც რაღაც დაბნეულობა იყო. მაშინ შესთავაზეს ასეთი რამ, რომ იმ პოლიციურ ძალებს ვინაიდან ეყოლებათ მეთაური, ამ პოლიციური ძალების მეთაურთან იქნებოდა სამხედრო მეკავშირე, ვინაიდან მეთაურთან მოვიდოდა ყველანაირი ინფორმაცია, რაც ხდებოდა ცხინვალში და თუ სადმე რაღაც წინააღმდეგობა გაჩნდებოდა ცხინვალში გააგებინებდნენ მეთაურს და რასაკვირველია მეკავშირეს, რომელიც გადმოთარგმნიდა სამხედრო ენაზე ყველაფერ იმას, შეატყობინებდა საველე შტაბს და ჯარი არტილერიით ჩაუქრობდა ამ საცეცხლო წერტილს. პასუხად მივიღეთ, -ეს კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა ცოცხალი ძალაც. ცოცხალი ძალა გაჭირდა იმიტომ, რომ რეგულარული ჯარი 22 ათასი იყო და ყველა ჯარისკაცის ფუნქცია იყო გათვლილი, ყველასთვის იყო ამოცანა დასმული და არცერთი სამხედრო ნაწილი არ იყო თავისუფალი. თუ ის იმ მომენტში არ იღებდა სამხედრო მოქმედებაში უშუალოდ მონაწილეობას, ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ მას უნდა ჩაენაცვლა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილე საბრძოლო ნაწილი თუ შენაერთი. აქ მოხდა რაღაცნაირი შელაპარაკება იმაზე, რომ კეზერაშვილმა თქვა, ამდენი ფული დავხარჯე და რას ნიშნავს ჯარი არ მყავს. გოგავამ თქვა, როგორ, აბა რისი შტაბის უფროსი [ვარ], თუ ჯარი არ არის, რას ვაკეთებდით. იქ სახმელეთო ჯარების სარდალმა უპასუხა, რომ ჯარი გვყავს 22 ათასი, დანარჩენი არის რეზერვისტი და რეზერვისტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც უნდა შეასრულოს რეგულარულმა ჯარმა“,-განაცხადა ლაშა ქოიავამ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved