• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლარის კურსის ერთადერთი შველა, ქვეყანაში მძლავრი და პოზიტიური მოლოდინის შექმნას შეუძლია, რაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებითაა შესაძლებელი – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
15:20 09-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე  ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს უკავშირებს და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ 40 მლნ დოლარის დახარჯვა ისევე არაეფექტური იქნება, როგორც უკვე დახარჯული 400 მილიონი დოლარის შემთხვევაში აღმოჩნდა. ვაშაძის განცხადებით,  მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია პოზიტიური მოლოდინი გააჩინოს ქვეყანაში და დამსხვრეული ოცნებების მთავრობა უნდა წავიდეს, მოვიდნენ პროფესიონალები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და ლარს არაფერი ეშველება.


„უმძიმესი მგგომარეობაა ლარის კურსთან დაკავშირებით. დღეს ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს. უკვე დახარჯულმა 400 მილიონმა დოლარმა არაფერი შედეგი გამოიღო, ასევე იქნება 40 მლნ დოლარის შემთხვევაშიც. ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან დღე და ღამე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს და შემდეგ შეგვეთავაზებინა ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. დღეს ეკონომიკაში საშინელი ნეგატიური მოლოდინებია, რადგან კრიზისი დროს დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის გადასარჩენად არაფერი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა, არანაირი რეფორმა არ შესთვაზა. ამ ფონზე გამოდიან და ხალხს ატყუებენ რომ ქვეყნაში ყველაფერი კარგად არის! ეს ნიშნავს, რომ ის კოლაფსი და კრიზისული მდგომარეობა მათ პირობებში  დიდხანს გაგრძელდება. სწორედ ეს განწყობა რომ შეიცვალოს რადიკალურად და ნდობა გაჩნდეს  საზოგადოებაში, საქართველოს ეკონომიკა  წინ წავა, მოსახლეობას დავუბრუნებთ სამუშაო ადგილებს და გავაძლიერებთ ბიზნესს! ამისათვის კი აუცილებელია ამ   ხელისუფლების ცვლილება. გარდა ამ დიდი ცვლილებისა ქვეყანაში ვერაფერი ვერ  შეძლებს ნეგატიური მოლოდინების შეცვლას პოზიტიური მოლოდინებით. მოვუწოდებ ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის პრემიერ გახარიას, ძალიან გთხოვთ, ცოტა ილაპარაკეთ და ნუ აკეთებთ უაზრო განცხადებებს. ნუ დადიხართ კომუნისტურად გამოწკეპილი პიჯაკებით და ნუ აკეთებთ თქვენი გადმოსახედიდან განცხადებებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის  და ნუ გვაჯერებთ, რომ საჩხერის მოდელი თურმე  საქართველოს განვითარების მოდელია. ამ ყველაფერზე რეაგირებს ეკონომიკა და თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აჩენს იმ ნეგატიურ, კოლაფსურ სიტუაციას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ლარის კურსის ერთადერთი შეცლა, ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ეს ძლავრი და  პოზიტიური მოლოდინის შექმნას შეუძლია, რაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებითაა შესაძლებელი“

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved