24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 2.07 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8834 ლარია.
რაც შეეხება ევროს, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 4.26 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0247 ლარი გახდა.
5.60 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5846 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი, ხვალიდან, 25 იანვრიდან ამოქმედდება.
კომენტარები