• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლარი და კორონავირუსი – მოსალოდნელი კრიზისი

ალია ავტორი - ალია
15:45 03-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, წერს:

“კორონავირუსის გავრცელებამდეც ლარი მცირეოდენ მყარდებოდა, რომლის შესახებაც წინათ გვქონდა საუბარი.

კორონავირუსმა ლარზე მოკლევადიანი ეფექტის სახით გამყარების მიმართულებით იმოქმედა. ეს ძირითადად ნავთობზე ფასების კატასტროფულად ვარდნის შედეგი იყო, რამაც იმპორტირებული საწვავი გააიაფა. ეს პროცესი შიდა ბაზარზე მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად ჰპოვებს ასახვას. მეორე მიზეზი იყო სურსათისა და პირველადი საჭიროების საქონლის აჟიოტაჟური მომარაგება, ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ. მოსახლეობა ვალუტაში შენახული ფულის კონვერტირებას ახდენდა საქონლის შესაძენად. მესამე მიზეზი არის ევროპის მიმართულებით ზოგიერთი ავიარეისის გაუქმება და ჩვენი მოქალაქეების მიერ ევროპაში მოგზაურობის შეზღუდვა.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ის რა თქმა უნდა უარყოფითია ლართან დაკავშირებით, პირველ რიგში ტურიზმიდან სავალუტო შემოსავლების მოსალდნელი კლების გამო. არც ისაა გამორიცხული, რომ მან გარკვეული გავლენა მოახდინოს ემიგრანტების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე.

რეაგირებს თუ არა ამ პროცესებზე სწორად ეროვნული ბანკი და მთავრობა? არა!

ახლახან საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარი ასესხა კომერციულ ბანკებს. ამ მოცულობის თანხების ერთბაშად განთავსება გავლენას მოახდენს ფასებზე და ლარის კურსზე, თუ ეროვნულმა ბნკმა სწრაფად არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება. თანაც ეს განხორციელდა ისეთ დროს, როდესაც კორონავირუსის გამო პრობლემები გაჩნდა ტურიზმის სექტორში და შესაბამისად ვალუტის შემოდინებაში.

ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს კომერციულ ბანკებზე დიდძალი ოდენობით რეფინანსირების სესხების გაცემას ( ერთკვირიანი სესხები მცირედით შეამცირა წინა კვირას, რაც საკმარისი არ არის). ამ სახის სესხების მოცულობა მკვეთრად უნდა შემცირდეს.

მთავრობამ უნდა გადახედოს თავის წინასაარჩევნო ბიუჯეტს, რომელიც საშინაო ვალის ზრდის ხარჯზე მრავალი გულისმომგები პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

მოწოდება იმის შესახებ, რომ შეწყვიტონ პარტიული აქტივის დაფინანსება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მრავალი უსარგებლო ხაჯის გაუქმება, მგლის თავზე სახარების კითხვა იქნება. მიუხედავად ამისა, შექმნილ ვითარებაში, წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელი კრიზისის შესარბილებლად ბიუჯეტის კორექტირება ახლავეა საჭირო.

კორონავირუსის უარყოფითი შედეგები არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვა კუთხითაც გამოვლინდება და ამისთვის ქვეყანა უნდა იყოს მზად.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved