• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლაქა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას აქვს სისხლისფერი” – გია ვოლსკი

laura-abramia ავტორი - laura-abramia
19:04 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ლაქა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას აქვს სისხლისფერი, ესაა რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლის გზა არის ერთადერთი – მონანიება, სასჯელის მიღება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი იდეით დაბრუნება, თუნდაც, შერიგებაზე საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის  განცხადებას ეროვნულ შერიგებაზე.

მისი თქმით, შერიგება მოგონილი თემაა.

“შერიგების თემას შეგვიძლია ვუწოდოთ და გვაქვს საფუძველი ამის, რომ ვუწოდოთ მოგონილი თემა, ახალი დღის წესრიგი, რომელმაც უნდა გადაფაროს ის რეალობა, რაც შეიქმნა – რევოლუცია ვერ შედგა, სააკაშვილი აღმოჩნდა საკანში. ახლა შერიგების თემა შემოვიდა, თუმცა, ყველამ ვიცით, გეგმა რა იყო, რევოლუციას რა უნდა მოჰყოლოდა და მმართველობის როგორი სისტემა ჰქონდათ ამ ადამიანებს. მისი განცხადება არ შეიძლება მივიღოთ არც სერიოზულად და არც სამოქმედო საკითხად, რომელიც შეიძლება განხილული იყოს.

შერიგებასთან დაკავშირებით არავის არასდროს არ ჰქონია გეგმა, რომ სახელმწიფოში სიმშვიდე ჩამოვარდეს, ყოველთვის იყო ლაპარაკი რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე, არეულობაზე, იყო სააკაშვილი უკრაინაში თუ მას შემდეგ რაც ის საქართველოში ჩამოვიდა. ამ რევოლუციურ გეგმას ენერგია გამოეცალა და ეს თემაც ამიტომ იქნა შემოტანილი. ვფიქრობ, მოვა დრო, როცა პოლიტიკოსების ახალი თაობა გამონახავს საერთო ენას, თუნდაც, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით არსებობდეს პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ის ლაქა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას შავი ფერი არ აქვს, მას აქვს სისხლისფერი, ეს არის რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლა არის ერთადერთი – სინანული, მონანიება, სასჯელის მიღება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი იდეით, ახალი თემით დაბრუნება და თუნდაც, შერიგებაზე საუბარი. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეგები: გია ვოლსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved