ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა. დაზიანებულია 11 ხიდი და შიდა სასოფლო გზები, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები.
ჩამოწოლილმა მეწყერმა გადაადგილების პრობლემაც შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. თუმცა ამ შემთხვევაშიც „ენერგო-პრო ჯორჯიის“ თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს დენის მიწოდება აღუდგა.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი. ადგილობრივი მთავრობა მიყენებულ ზარალს ითვლის.
ფოტო: reginfo
კომენტარები