• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლანა ღოღობერიძე ზვიად გამსახურდიასაც იმიტომ გადაეკიდა, რომ ზვიადმა უთხრა, მამაშენი პირსისხლიანი ჯალათი იყოო“ – რას ყვება სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
17:22 05-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75,882

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– კეზერაშვილისა და მასთან დაკავშირებული ქოლ–ცენტრების შესახებ საერთაშორისო სკანდალი ატყდა. რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების პოზიცია, რომ კეზერაშვილს თბილისში ქოლ–ცენტრები ჰქონდა, სადაც 13 000 ადამიანი მუშაობდა და ჩვენმა  სამართალდამცავებმა არაფერი იცოდნენ?

– ჯერ ის ვთქვათ, თავდაცვის სამინისტრო იარღით ვაჭრობის საქმეს რომ ქექავს, 2009 წლის პერიოდისას, როდესაც მინისტრი კეზერაშვილი იყო.  რა, ადრე არ იცოდნენ ამის შესახებ და ახლა გაიგეს?!

–კეზერაშვილი და  ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან რომ იარღით უკანონოდ ვაჭრობდა, ეს პირველად  საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ  დასკვნაში ეწერა, რომელიც 2009 წლის  გაზაფხულზე გამოქვეყნდა. ამ ფაქტის შესახებ ჯერ მხოლოდ მე რამდენიმე სტატია მაქვს გამოქვეყნებული „ალიაში “ და მინიმუმ, 5 ინტერვიუ სამხედრო ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან. მე  ეგ ამბავი უკვე დავიწყებული მქონდა და ამათ ახლა გაიგეს?

– რა ახლა გაიგეს? იცოდნენ და ამ ქოლ–ცენტრების ამბავს მიაბეს ახლა. მთელმა თბილისმა იცოდა ქოლ–ცენტრების ამბავი. მარტო ჩემი 10 მეზობელი მაინც მუშობდა იქ, მე ვიცოდი და სამართალდამცავებმა არა? მთელი ქვეყანა მაგაზე ლაპარაკობდა, კეზერაშვილისა და არა მარტო მის ქოლ–ცენტრებზე. მეტსაც გეტყვით. ჩემს მეგობრებს ჩხუბი  მოუვიდათ ამ ქოლ–ცენტრების წარმომადგენლებთან  და პოლიციის მაღალჩინოსნები მოვიდნენ  და უთხრეს, ჩვენი არისო. ძებნილი კეზერაშვილი, მისი მეგობრები  უზარმაზარ  ოფისებს ხსნიან თბილისში, მათ შორის, „აქსის თაუერში“, „პიქსელის“ შენობაში,   2–3  წლის განმავლობაში ძარცვავენ მთელ ევროპაში პენსიონერებს და ეს ვერავინ გაიგო? ვაკიდან ევროპელებს  მილიარდ დოლარზე  მეტი მოპარეს და პოლიციამ ვერ გაიგო? თან რამდენიმე ათასი კაცი მონაწილეობდა ამ ძარცვაში. რა ვიცი, ყველას უსმენენ და იმ ათასობით ადამიანიდან ერთს არ უსმენდნენ? ან სამართალდამცავებს  ინფორმატორები არ ჰყავთ?  „ბიბისიდან“ გაიგო მმართველმა ელიტამ  ეს ამბავი და ეს  სისულელე  უნდათ დაგვაჯერონ? არა, აქ სხვა რამეშია საქმე. ყველაფერი იცოდნენ, „კრიშავდნენ“ კეზერაშვილის ქოლ–ცენტრებს, ამაში ფულს იღებდნენ და „ბიბისიმ“ სიუჟეტი რომ გააკეთა, ამის მერე იძულებულნი გახდნენ,  ხმა ამოეღოთ. ვაგზლის ჯიბგირმაც კი იცის, რომ პენსიონერს არაფერი უნდა მოპარო და ეს ნაძირალა, პენსიონრებს დაერია.ეს ჩვენი ტელევიზიები კი ამას „აპრავებენ“, ხელს აფარებენ კეზერაშვილს.

ერთსაც  ვიტყვი და დავასრულებ. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ერთ–ერთ ტელევიზიაში მოთქვამდა, სტალინმა მამაჩემი დახვრიტა, როგორც ტროცკისტი და რეპრესირებულიაო. დოკუმენტური ფილმი გადაუღია მშობლებზე. გაჩუმდი მაინც და ხმას ნუ იღებ მამაშენზე.  იმას კი არ ამბობს, მამამისი, ლევან ღოღობერიძე რომ იყო ბოლშევიკი, საქართველოში წითელი ტერორის ერთ–ერთი მეთაური, პირსისხლიანი ჯალათი, ლენინისა და ტროცკის ამფსონი, ეკლესიის დამანგრეველი და მღვდლების დამხვრეტი. თბილისის  რევკომის თავმჯდომრე, თბილისის „ტროიკის“ წევრი იყო და სასამართლოს გარეშე ხვერტდა ხალხს. ის იყო მეთაური არგვეთთან ვაგონებში ხალხის დახვრეტისა და იმ დროს  ადგილზეც იმყოფებოდა.  ეს დაუფასეს და ბოლშვიკური პარტიის  თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი გახდა. მერე კიდევ  დააწინაურეს და ცეკას პირველი მდივანი გახდა…  „თქვენ იცით, ამხანგებო,რომ საქართველოში 1% თავად–აზნაურობაა. ეს არაჩვეულებრივი პროცენტია, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის. თუ გინდ  პოლონეთის პანების სამეფოშიც კი, თავად–აზნაურობის პროცენტი, 20%–ს აღწევს. ჩვენ უნდა შევამციროთ საქართველოში  თავად–აზნაურობის  პროცენტი. ჩვენ  დავამტკიცოთ, რომ ჩვენი საბჭოთა ბოლშვიკური  იარაღი არ ბლაგვდება, არ ტყდება და ამიტომ მასობრივი  დახვრეტებით  ჩვენ 0%–მდე ჩამოვიყვანთ თავად–აზნაურობას“….  ეს არის ციტატა ლევან ღოღობერიძის ერთ–ერთი გამოსვლიდან. სტალინისტი არ ვარ, მაგრამ სტალინი ამისთანებს ტყუილად არ აპატიმრებდა. ლანა ღოღობერიძე ცდილობს ჯალათი მამამისი რეპრესირებულად წარმოაჩინონ. არა! ლევან  ღოღობერიძემ ის მოიმკო, რაც დათესა – ეს არის სიმართლე. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ისტორიის გაყალბება, ჯალათების გმირებად თუ მსხვერპლად წარმოჩენა. ლანა ღოღობერიძე ზვიად გამსახურდიასაც იმიტომ გადაეკიდა, რომ ზვიადმა უთხრა, მამაშენი პირსისხლიანი ჯალათი იყო. როგორ შეიძლება, ლევან ღოღობერიძე სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, ევგენი მიქელაძისა  და მიხეილ ჯავახიშვილის გვერდით დააყენო, რისი დიდი მცდელობაც არის ლანა ღოღობერიძის და არაერთი მედია საშუალების  მიერ?!

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved