• რეკლამა
  • კონტაქტი
09:41, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლამის ყოველი მეორე ამომრჩეველი თურმე – მანიაკი, ნარკომანი და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მიმდევარია – ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:43 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და დედაქალაქში მეორე ტურის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი. 

მისი თქმით, როდესაც თბილისელ ამომრჩეველთა მესამედი საღ გონებაზე და შეგნებურად არა მელიას, არა დედაქალაქის  მერს, არამედ – მეგის ქარდავას ირჩევს ფაქტიურად, ასეთი ქალაქი სიცოცხლით უკვე მხოლოდ 45%-ით არის სავსე, დანარჩენ ნაწილს იქ სიცოცხლესთან საერთო არაფერი გააჩნია.

“მაინც ვერ მომინელებია…განა მეორე ტურზე ვნერვიულობ – იმ ყოველი მესამე თბილისელი ამომრჩევლის მოტივაცია გამაგებინა. მესმის – საპარლამენტო არჩევნები იყოს და შენი პარტიულ/სექტანტური პრიორიტეტები რომ დაგეფიქსირებინა. მაგრამ – ქალაქის მერობაზეა საუბარი, საიდანაც ერთმა გულწრფელად და ამომწურავად, ჯერ განვლილ 4 წელიწადში თავის გაკეთებულ საქმეებზე ჩაგაბარა ანგარიში და შემდეგ ასეთივე პროგრამული სკურპულოზურობით – მომდევნო 4 წელიწადში რას აპირებს, ისიც დაგიღეჭა. თანაც იმ დონეზე – წელს რომ პირველად, ოცნებასთან თავისი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ჩემმა უმცროსმა ვაჟმაც კი დიდი იმედით კალაძეს მისცა ხმა, როგორც მერს და არა პარტიის გენერალურ მდივანს და არა თუ უბრალოდ განიცდის ამ მეორე ტურის ამბავს, არამედ ვერ ვხვდება – რა კრიტერიუმით დაიწუნა თბილისელობამ მერი კახი კალაძე. 
მოწინააღმდეგის ბანაკიდან რომ გაგვეგო რაიმე პროგრამული პაექრობის მსგავსი ელემენტები, რომ მაგალითად – “ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე არა მწვანე, არამედ წითელი ფერის ავტობუსებს ჩამოვიყვან”, ან “კოჯორში არა ახალგაზრდულ, არამედ პენსიონერთა ცენტრს ავაშენებ”, ან და სულაც “ყოფილ იპოდრომზე არა ცენტრალურ პარკს განვათავსებ, არამედ ელიავას ბაზრობას გადმოვიტან” – კიდევ გაიგებდა კაცი, რატომ მელია. მაგრამ, როდესაც თბილისელ ამომრჩეველთა მესამედი საღ გონებაზე და შეგნებურად არა მელიას, არა დედაქალაქის  მერს, არამედ – მეგის ქარდავას ირჩევს ფაქტიურად (რა მნიშვნელობაა – ის რომ დაეყენებინათ, ანალოგიურ შედეგს მივიღებდით), ასეთი ქალაქი სიცოცხლით უკვე მხოლოდ 45%-ით არის სავსე, დანარჩენ ნაწილს იქ სიცოცხლესთან საერთო არაფერი გააჩნია. და საკუთარ თავს ეგოისტურად კი ვულოცავ, რომ ასეთ ქალაქს გამოვეცალე, მაგრამ საყვარელი თბილისის, ჩემი შვილების თბილისის გამო, სადაც ლამის ყოველი მეორე ამომრჩეველი თურმე – ღია თუ ლატენტური სადისტი, მანიაკი, ფსიქოპატი, ნარკომანი და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მიმდევარია – აქ მარტო ღრმა სევდა არა, აქ უკვე დიდი შიშის ფაქტორიც ირთვება…- წერს დავით ქართველიშვილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური 64-დან 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის ხუთ დიდ  თვითმმართველ ქალაქში:  თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში. დედაქალაქში მეორე ტურისთვის ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ნიკა მელია  და ქართული ოცნების მეორობის კანდიდატი კახა კალაძე იბრძოლებენ.  მელიას 33.98%, ხოლო კალაძეს 44.97% აქვს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved