სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს,შემცირდება ყინვებიც. თუმცა მომდევნო დღეებში ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნდება ნალექი, თოვლის სახით. სინოპტიკოსთა თქმით, ცივი ამინდები 24 იანვრამდე გაგრძელდება.
„რაც შეეხება შემდეგ დღეებს – 23 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, დაბლობში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში არის მოსალოდნელი ნალექი. თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა გუშინდელთან შედარებით ორი გრადუსით მოიმატებს”, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ.














კომენტარები