კვირის ბოლოს ჩინურ ვაქცინას ველოდებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კვირის ბოლოს ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებითი ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
კომენტარები