• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, კვირა იყო, შუადღე, როცა ბიძინასგან ხმოვანი შეტყობინება შემოვიდა…” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
14:51 08-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21,057

მამუკა ხაზარაძე თავის წიგნში – ,,სიმართლე გითხრათ”, წერს:

ბიძინა და ანაკლია

2017 წელი იყო, მოვლენები ანაკლიაში სწრაფად ვითარდებოდა, გუნდს საერთაშორისო დონის უცხოელი პროფესიონალები უერთდებოდნენ, 20 მილიონი დოლარის წინასწარი სამუშაოები თითქმის ბოლოში გადიოდა და ამით სახელმწიფოს წინაშე აღებულ ერთ-­ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას ვასრულებდით. შემდეგ იწყებოდა უფრო მასშტაბური სამუშაოები, ზღვის ფსკერის დაღრმავება, კონტრაქტორების შერჩევა უკვე ბეტონის და წყალმტეხის მოწყობისთვის. ასევე ტენდერით უნდა გამოგვევლინა ამწეების და საჭირო საპორტო მანქანა-დანადგარების მომწოდებლები. მოკლედ, გახურებულ მუშაობაში ვიყავით.

სახელმწიფოსთან კონტრაქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს შესახებ შუალედურ ანგარიშებს მთავრობას ვუგზავნიდით. კომისიის დასკვნის საფუძველზე, მთავრობა შემდეგ ეტაპზე გადასვლის უფლებას გვაძლევდა.

ხელმოწერიდან გარკვეული დროის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, შეხვედრა უნდოდა, თან ორი სიტყვით მითხრა, ანაკლიის პროექტის მიმდინარეობა არაა სახარბიელოო. ცოტა გამიკვირდა, რადგან სულ ახალი მიღებული გვქონდა სამთავრობო კომისიის ნებართვა ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.

შეხვედრა მის შუშის სასახლეში შედგა, სოლოლაკში. წინ ჩვენი კომპანიის ანგარიში ედო, რამდენიმე ფურცელზე წითელი მარკერით აბზაცები იყო მონიშნული. ეს ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ მონიშნა, არ არის კმაყოფილი, როგორ მიდის პროგრესიო. მე გამიკვირდა და იქვე ვუთხარი, რომ სამთავრობო კომისიამ შემდეგ ეტაპზე გადასვლის უფლება მოგვცა და ეს ცოტა გაუგებარია გახარიასგან-მეთქი.

ამაზე მიპასუხა, არც მე ვარ ამ პროექტის დიდი გულშემატკივარი, შენ, ეტყობა, კარგად ვერ ერკვევი გეოპოლიტიკაშიო. საუბრის ასე შემოტრიალებამ სულ დამაბნია.

ეს პროექტი წინასაარჩევნოდ სჭირდებოდა „ოცნებას“ და კვირიკაშვილს, რეგიონებში საარჩევნო კამპანიაზე რომ დადიოდაო. გაოგნებული ვუსმენდი, ეს იმ დროს ხდება, როცა უკვე ყველა მიმართულებით გახურებულები ვმუშაობთ. ბიძინა კი მეუბნება, გთავაზობ, ფოთი გავაკეთოთ ჯერ და ფოთის პორტის 50% შენი იყოსო.

პირველად ვიყავი ასეთ აბსურდში, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ ერთ კაცს თავის კაბინეტში ასე ხელაღებით შეეძლო გადაეხაზა სამთავრობო გადაწყვეტილებები, ტენდერები, უცხოელების ინვესტიცია, ქვეყნის რეპუტაცია… ჩვენს თავს მართლა არ ვჩიოდი, თავში ერთი აზრი მიტრიალებდა: როგორ უნდა ავუხსნა ამდენ პარტნიორს, რომ სახელმწიფოში არის ერთი კაცი, რომელიც არანაირ თანამდებობას არ იკავებს და ასე უცებ, ხელის ერთი მოსმით შეუძლია გააჩეროს და დახუროს ამხელა საერთაშორისო მნიშვნელობის საქმე. ის ხომ არც პარტიის თავმჯდომარე იყო და არც რამე სხვა თანამდებობას იკავებდა იმ მომენტში. თუმცა, რომც ჰქონოდა რამე პოზიცია, ასეთ განვითარებას მაინც ვერ წარმოვიდგენდი.
ფოთი არ მაინტერესებსმეთქი, მოკლედ მოვუჭერი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მატყუებდა, ფოთის პორტი დანიური უზარმაზარი სანაოსნო კომპანია „მაერსკის“ მფლობელობაში იყო, მეორე ის, რომ მათ უცხოელ დირექტორს მედიაში ჰქონდა გაცხადებული, საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდებაო და არანაირ ახალ ინვესტიციას, მით უფრო ახალ პორტში, არ გეგმავდნენ.

ზოგადად, „მაერსკის“ პოზიცია ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, აქვთ მონოპოლიური მდგომარეობა და ფოთის პორტი, როგორც ზემოთაც ვთქვი, მსოფლიოს ათ უძვირეს პორტს შორისაა ტვირთის დამუშავების ტარიფებით. იქვე დავიწყე ახსნა, რომ ანაკლიაში იმიტომ კი არ ვარ, რომ პორტის მშენებლობის გამოცდილება მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი გამოცდილების ამერიკელები მენდნენ მე და საქართველოს, ისევე როგორც ყველა ის საერთაშორისო ბანკი მენდო და მომყვება პროექტის დაფინანსებაში­-მეთქი.

ვახსენე აფხაზეთი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამხელა ინფრასტრუქტურას სახალხო დიპლომატიაში, ერთობლივი ბიზნესის კეთებაში. მოკლედ, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ თავიდან უნდა დამერწმუნებინა ჩემ წინ მჯდომი ადამიანი, რომელიც ცივი თვალებით მისმენდა და არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა. არც იმის განცდა მქონდა, რომ მას ეს ყველაფერი ესმოდა. მე მაინც ვაგრძელებდი იმის ახსნას, რამხელა ამბავია კონფლიქტის ზონიდან ოთხ კილომეტრში ასეთი ინვესტიცია და რა სიკეთეს მოიტანდა არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც.
მოთმინებით მისმენდა. როგორც კი მონოლოგი დავამთავრე, პირდაპირ მითხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო. მე ვიფიქრე, ხუმრობს-­მეთქი და ღიმილით, ხუმრობითვე ვუპასუხე, ამერიკელები არა მარტო შავ ზღვაში, არამედ ყვითელ და წითელ ზღვებშიც არიან, SSA Marine-ს 250 პორტი და ტერმინალი აქვს მმართველობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით­-მეთქი.

ვიფიქრე, რომ სიტუაცის განვმუხტავდი, რაზეც ბიძინამ ასე მიპასუხა – მე ვფიქრობ, ფოთი არის პრიორიტეტიო. მივხვდი, რომ ფოთი საბაბი იყო, თორემ ვინ დაასწრებდა დანიურ კომპანიას ფოთის განვითარებას. უკვე 14 წელია ფოთის ერთპიროვნული პატრონები არიან და არც ფინანსების ნაკლებობას უჩივიან. ეს არის მსოფლიოს უდიდესი კომპანია, რომელსაც თავისი გეგმების განსახორციელებლად არავის ფინანსური დახმარება არ სჭირდება.

სიჩუმე ჩამოვარდა, თავი მივაბრუნე და ფანჯარას მივაჩერდი, შეხვედრის დატოვება მინდოდა, თუმცა ელემენტარული ეტიკეტი მოითხოვდა მის ნორმალურად დამთავრებას. არ მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სიჩუმე, ბიძინაც ხმას არ იღებდა. მოვტრიალდი და ვკითხე, ხალხს რა უნდა უთხრათ, ანაკლიას თუ გააჩერებ-მეთქი. თითქოს რაღაცამ გაახარა, გამოცოცხლდა. ხალხი? ჩამეკითხა, ერთ ინტერვიუს მივცემ და ყველა კარგად გაიგებსო. ამ ცინიზმმა კიდევ უფრო გამაოგნა, თუმცა პასუხად ვუთხარი, მოდი, შევადაროთ ფოთი და ანაკლია, იქნებ გატყუებენ და ფოთი საერთოდ არ არის ალტერნატივა­-მეთქი. კიო, დამეთანხმა უცებ, რამაც ასევე გამაოცა. საუბარი ცოტა კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდა. უახლოეს დღეებში დაგიკავშირდები და შეხვედრა მოვაწყოთ, ანაკლია და ფოთი შევადაროთო.

გავიმეორებ, ეს იმ დროს ხდება, როცა ტენდერი ჩატარებულია, ხელშეკრულება ხელმოწერილი, მილიონები ჩადებული და მშენებლობა – გახურებული.

კვირა იყო, შუადღე, როცა ბიძინასგან ხმოვანი შეტყობინება შემოვიდა…

გაგრძელება იქნება…

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved