• რეკლამა
  • კონტაქტი
17:37, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს – მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე

ალია ავტორი - ალია
13:49 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ბოლო 3 თვის განმავლობაში პროდუქციის თვითღირებულებამ უკვე 7%-ით მოიმატა, თუმცა არ გაძვირებულა საბოლოო პროდუქტი. ამიტომ, ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ამჯერად მცირედი ცვალებადობაც კი, ფასზე ასახვას გამოიწვევს.

„გასული წლის ბოლოს, დეკემბერში გაზი გაგვიძვირდა და ამან, ჩვენს თვითღირებულებაშიც გამოიწვია ცვლილებები და გარდა ამისა, ბევრი პარალელური პროდუქტი – შესაფუთი მასალა და ა.შ გაგვიძვირდა. რეალურად გაზის გაძვირება ორმაგად დაგვაწვა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ქართული წარმოებისთვის არსებული ელექტროენერგიის სუბსიდიაც შეწყდა.

თუ ამ ნიშნულზე შენარჩუნდა ფასები ისევ მძიმე სიტუაცია რჩება, მაგრამ ოდნავ თუ ზემოთ წავიდა თვითღირებულებაში შემავალი კომპონენტების ფასები, ოპტიმისტური პროგნოზი არ გვაქვს. მხოლოდ ბოლო 2-3 თვეში 7%-მდე გაიზარდა ფასები. მთელი წლის განმავლობაში კი საკვების ფასმა 100%-ით მოიმატა, 60-65 თეთრი რომ ღირდა ხორბალი, დღეს 1.20-ზე ნაკლებად აღარსადაა“, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე წარმოება დიდწილად არ შემცირებულა, თუმცა მოხდა პროდუქტის იმპორტით ჩანაცვლება.

,,დიდი ხანია ვამბობთ, რომ ქართულო ბაზარი დაუცველია. მოგეხსენებათ, რაც ხდება თურქულ ლირასთან მიმართებით და თურქული ვალუტის დევალვაციამ კიდევ მეტად გაამწვავა აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ისედაც აქვს, ჩვენს პირდაპირ მეზობელს, რომლის სოფლის მეურნეობაც მაღალ დონეზეა. როცა ლირას საფრთხე დაემუქრა და ფასები პრაქტიკულად განახევრდა, მაშინვე გაზარდეს ექსპორტი. ჩვენ კი ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვინც ცხოველურ პროდუქტს უცხოეთიდან ლიმიტის გარეშე იღებს. შესაბამისად, მომენტალურად გაიზარდა მათი წილი ბაზარზე, თორემ ჩვენ წარმოება ამ მასშტაბით ნამდვილად არ შეგვიმცირებია, რომ მომხდარიყო ჩანაცვლება“, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved