• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღე არ გადის, რომ არ მოიწერონ: “დავხურე კაფე” – რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
16:01 11-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის, კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კუთხით შექმნილი ვითარების გამო კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს.

„კიდევ უფრო მეტი ობიექტი დაიხურა. ვინც არ ხურავს ობიექტს, ამცირებს პერსონალს”,- განუცხადა კოტე გაბრიჩიძემ „ინტერპრესნიუსს” 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობის აკრძალვის სექტორზე გავლენის შეფასებისას.

მისი განცხადებით, ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის გამო, ფაქტობრივად ობიექტები 20:00 საათამდე მუშაობენ და აღნიშნულმა შეზღუდვამ სექტორი მნიშვნელოვნად დააზიანა.

„დღე არ გადის, რომ ჩვენს ასოციაციაში არ მოიწერონ: „დავხურე კაფე”. ამის გარდა, ვინც არ ხურავს ობიექტს, ამცირებს პერსონალს. რეალურად 20:00 საათზე იკეტება ობიექტები, რადგან ტრანსპორტია მოუწესრიგებელი. მიტანის სერვისი რაღაც დოზით ეხმარება, თუმცა ვერ ცვლის დიდად სიტუაციას.

16 სექტემბრიდან 22:00 საათზე ვიკეტებით, ფაქტია, ამან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, შემთხვევები იმატებს. ვფიქრობ, დროულად უნდა გაკეთდეს ანალიზი, რა შედეგი მოგვცა ამან. შეიძლება დაკეტონ ცალკე სოლოლაკი, რომ მთაწმინდაზე არავინ გადაიპაროს და ამით რა? ესაა უბრალოდ ხალხისთვის ნაცრის შეყრა. პიარია აქ მთავარი, სახელმწიფო აჩვენებს, რომ თავდაუზოგავი ბრძოლა მიდის ვერაგ ვირუსთან და ასეთი ჩაკეტვები კარგი საშუალებაა აჩვენონ, როგორი შეუპოვარი ბრძოლა მიდის”, – აღნიშნავს კოტე გაბრიჩიძე.

ამასთან, როგორც კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, არის საუბარი სახელმწიფოს მხრიდან სექტორის დახმარებაზე, რაც ძირითადად საგადასახადო წნეხის შემცირებას გულისხმობს, თუმცა მისივე თქმით, დროული დახმარებაა საჭირო.

„მთავრობასთან მოლაპარაკება გვაქვს, მზადდება ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება, თუმცა არ ვიცით როდის მიიღებენ, დახმარება მალე თუ არ მოხდა ახალი წლის შემდეგ უკვე დარგი მთლიანად გაკოტრებული რომ იქნება, მკვდრის გაცოცხლებას აზრი არ აქვს. საუბარია საშემოსავლო და სხვა გადასახადებთან მიმართებაში შემცირებაზე, გაუქმებასა და გადავადებაზე, საუბარია საბანკო ვალდებულებების დაფარვის 6 თვით ან 1 წლით გადავადებაზე”, – აღნიშნა გაბრიჩიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved